1918 წლის ბათუმის კონფერენცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი

ოთარ ჯანელიძე

Abstract


1918 წლის მაისში, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, სა­ქარ­თველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ზო­გადი იდეა პრაქტიკული მოქმედების საგნად გადიქცა. აქვე და­იწყო მუშაობა დამოუკიდებლობის აქტის პროექტზეც, რომელიც თბილისში დასრულდა და 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამ­ტკიცდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის კონ­ფერენციამ საფუძველი შეუმზადა ახალი ქართული სახელმწი­ფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას.

მოხსენებაში ფართოდ გაშუქდება ოსმალეთისა და ამიერკავ­კა­სიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცი­ების ბათუმის მოლაპარაკებაში გერმანიის ოფიციალური წარმო­მად­გენ­ლების მონაწილეობა. გერმანიიდან გამოგზავნილ ექვს­კა­ციან დელეგაციას, რომელსაც გენერალ ფონ ლოსოვი ხელმძღვანე­ლობდა, კონსულტანტის ფუნქციით, თან ახლდა საქართველოს გან­თავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე სურგულაძეც. დე­ლეგაციაში შედიოდნენ ქართულ კომიტეტთან მჭიდროდ დაკავ­ში­რებული დიპლომატი გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენ­ბურგი, გერმანიის გენერალური შტაბის პოლიტიკური სექციის უფ­როსი, ლეგაციის მდივანი ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკი და სამ­ხედრო დაზვერვის ოფიცერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამი­ნის­ტროში აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხების რეფერენტი რუ­დოლფ ნადოლნი. კომიტეტი 1914 წლიდან თანამშრომლობდა გერ­მა­ნიის სამთავრობო წრეებთან და ხელშეკრულებაც ჰქონდა გაფორ­მებული ოფიციალურ ბერლინთან, რომლის თანახმად, გერმანიას უნდა დაეცვა საქართველოს უსაფრთხოება, თუ იგი დამოუკიდებ­ლობას გამოაცხადებდა.

ვეზენდოკმა ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს აკა­­კი ჩხენკელს ჩამოუტანა და გადასცა გიორგი მაჩაბლის წერილი, რომელიც ბერლინშია დაწერილი და 1918 წლის 29 აპრილითაა და­თარიღებული. წერილი, ფაქტობრივად, განთავისუფლების კომი­ტე­ტის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს შეიცავს, მიმოიხილავს საქმიან მიმო­წერას გერმანიასთან და ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკის სხვა ქვეყნებთან (ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი), მათან ხელ­მოწერილ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. წერილში მო­ცე­მული იყო ერთ­გვარი გეგმაც, რომლითაც შექმნილ სიტუაციაში ამიერკავკა­სიის დელეგაციის ქართველ წევრებს უნდა ემოქმედათ.

სწორედ ეს წერილი გახდა საფუძველი აკაკი ჩხენკელის ფონ ლო­სოვთან მოლაპარაკებისა, რომელშიც შემდეგ ბათუმში საგანგე­ბოდ ჩასული ნოე ჟორდანიაც ჩაერთო. კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის, აგრეთვე, 1918 წლის გაზაფხულისათვის პირველი მსოფ­ლიო ომით შექმნლი კონიუქტურის გათვალისწინებით, საქართვე­ლოს ეროვნული საბჭო მიდის გადაწყვეტილებამდე – გამოაცხა­დოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამდენად, ის, რაც თბილის­ში 26 მაისს  აღსრულდა, არსებითად, ბათუმში დაიგეგმა და გადა­წყდა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღ­დგე­ნის თემა სოლიდური სამეცნიერო პრობლემაა. ამასთან, მისი კვლევა აქტუალურია, როგორც ისტორიოგრაფიული თვალსაზ­რი­სით, ისე ქართულ სოციუმში თავისუფლებისა და რესპუბლიკის იდეის დასამკვიდრებისათვის, რასაც დიდი საზოგადოებრივ-პო­ლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს.

მოხსენება იქნება მეცნიერული სიახლის შემცველი, რადგან მასში პირველწყაროების საფუძველზე კომპლექსურად წარმოჩ­ნ­დება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღ­დგენის საერთაშორისო ფონი და ადგილობრივი კონტექსტი, რაც აქამდე გაკეთებული არ ყოფილა. ნაშრომი პირველწყაროებს, საარ­ქივო დოკუმენტებს,  პერიოდული პრესის მასალებს, მემუარული ხასიათისა და სპეციალური ლიტერატურის მონაცემებს დაეფუძ­ნება. მოხსენებაში დასმული პრობლემა გადაიჭრება სასისტორიო კვლევის ისეთი ტრადიციული მეთოდებით, როგორიცაა ისტორიზ­მის, ისტორიულ-შედარებითი, რეტროსპექტული, შემთხვევის ანა­ლიზისა და აღწერითი მეთოდები.

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, დადგინდეს მსგავსება და განსხვავებები  დროის განსაზღვრულ ინ­ტერვალში მომხდარ მოვლენებს შორის, რომლებიც ეპოქის კონ­ტექ­სტში განიხილება. თემის ისტორიული ფონი შესწავლილი იქნება რეტ­როსპექ­ტული მეთოდის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს მოვლე­ნებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დად­გე­ნასა და მეცნიერული ხედვის ჩამოყალიბებას განსახილველი პრობ­ლემის ირგვლივ. აღწერითი მეთოდი დაგვეხმარება ემპირი­ული მასალის შეგ­როვებასა და სისტემატიზაციაში, ფაქტებისა და მოვ­ლენების ზუს­ტად გადმოცემასა და გააზრებაში, პასუხების გა­ცემაში კითხვებზე: რა, სად, როდის და როგორ.

შემთხვევის ანალიზი, როგორც ყოვლისმომცველი კვლევის მეთოდი, გულისხმობს კონკრეტული შემთხვევის, მოვლენის ან ფენომენის სიღრმისეულ შესწავლას, დეტალური აღწერას, მის ახ­სნასა და ინტერპრეტაციას. წყაროებისა და ფაქტობრივი მასალის კრიტიკული ანალიზი, ისე როგორც საკითხის სხვადასხვა რაკურ­სით გაშუქება და განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოჩენა მარ­თე­ბუ­ლი დასკვნების ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობად გვესახება.


Full Text:

PDF

References


გიორგი მაჩაბელი. წერილები, ქართული ემიგრაციის მუ¬ზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია, ფონდი M-ა.5-ხ. 3,4,5,8.

საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1836, ანაწ. 1, საქმე 132. ფურც. 13-14.

გოგოლიშვილი ო., ნუცა ჩხაიძე. ნესტორ იაკობის ძე ხვინგია (1888-1941 წ.წ.), ჟურნალი „ჭოროხი“, 2021, N2.

ვინ დაბეჭდა პირველი კონსტიტუცია? (სამი ხვინგია) http://www.adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1022207

კობახიძე რ., გიორგი მაჩაბლის კერძო წერილები აკაკი ჩხენ-კელს მასალები ქართული დიპლომატიის ისტორიის კვლევისათ¬ვის, ჟურნ. „ქართული ემიგრაცია“, 2014, # 2 (5).

მამულია გ., ასტამაძე გ., საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი. 1914-1918. დოკუმენტები და მასალები, თბ., 2019.

წერეთელი გ., ქართული ემიგრაცია და ადამიანები, პარიზი, 1971.

ჯანელიძე ო., საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრო-ექტები, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. მეხუთე სა¬ერ-თაშორისო კონფერენცია ,,განათლება და ინოვაცია“, 16-18 ნო¬ემბერი, გორი, 2012.

Şahin E., Trabzon ve Batum konferansları ve antlaşmaları (1917-1918). Ankara: Türk Tarih Kurumu, 2002.

Документы и материалы по внешненй политике Закавказья и Грузии. Тифлис, 1919.

Трапезундская и Батумская мирные конференции. Февраль-Май 1918 года. Документы и материалы. Ответственный редактор Ир. Якобашвили, Тб., 2018.

Шукюров К., Западный Азербайджан в системе закавказской государственности. https://qerbiazerbaycan.com/ru/%D0%B7%D0%B0%D0%BF%D0%B0%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D0%B0%D0%B7%D0%B5%D1%80%D0%B1%D0%B0%D0%B9%D0%B4%D0%B6%D0%B0%D0%BD-%D0%B2-%D1%81%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B5%D0%BC%D0%B5-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%B0%D0%B2/

https://search.rads-doi.org/showfile/ru/19627

https://www.historycaucasus.com/blog/independence-of-the-north-caucasus-in-german-imperial-archive-documents

https://de.wikipedia.org/wiki/Otto_G%C3%BCnther_von_Wesendonk


Refbacks

  • There are currently no refbacks.