კონფერენცია „საქართველოს ეროვნული საბჭო - ქართული პარლამენტარიზმის დასაწყისი“
Abstract
2024 წლის 12 დეკემბერს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „საქართველოს ეროვნული საბჭო - ქართული პარლამენტარიზმის დასაწყისი“.
კონფერენციაზე მალხაზ მაცაბერიძემ წაიკითხა მოხსენება „როგორ განისაზღვრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სახელი“. მოხსენებაში განხილული იყო ის დისკუსია, რაც 1918 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რის შემდეგაც ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის ეწოდებინათ „საქართველოს პარლამენტი“. ეს სახელწოდება საკანონმდებლო ორგანოსთვის დამკვიდრდა 1921 წლის კონსტიტუციით და დაფიქსირებულია 1995 წლის კონსტიტუციაშიც.
ირაკლი იაკობაშვილმა მოხსენებაში „საკანონმდებლო ორგანოს სხდომების სტენოგრაფირების სისტემის ჩამოყალიბება“ საარქივო მასალების გაანალიზების საფუძველზე ნაჩვენებია თუ როგორ იცვლებოდა ეროვნული საბჭოს სხდომების დაფიქსირება მოკლე ოქმებიდან მეტ-ნაკლებად ვრცელ სტენოგრაფიულ ანგარიშებამდე. ეს ცვლილება შესაძლებელი გახდა სტენოგრაფისტთა შტატების შექმნით და მათი მუშაობის ორგანიზებით. როდესაც დამფუძნე-ბელი კრება მუშაობას შეუდგა, მისი სხდომების სტენოგრაფიული ანგარიშების შედგენა-გამოქვეყნების სისტემა უკვე სრულად ჩამოყალიბებული იყო.
თამარ ორჯონიკიძემ წაიკითხა მოხსენება „დამფუძნებელი კრების არჩევნების მომზადება ეროვნული საბჭოს / საქართველოს პარლამენტის მიერ“. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულების შემუშავება, არჩევნების ჩატარების ორგანიზება და დამფუძნებელი კრების მუშაობის დაწყების უზრუნველყოფა,
კონფერენციის დროს მალხაზ მაცაბერიძემ გააკეთა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ (გრანტის კოდი: FR-23-2950) პრეზენტაცია. ნაჩვენები იქნა, თუ რას ითვალისწინებდა პროექტი და რა გაკეთდა პროექტის განხორციელების პირველი წლის განმავლობაში. პროექტის მონაწილეებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.