საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი: შემუშავება და მიღება

Malkhaz Matsaberidze

Abstract


ნაშრომში განხილულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავების ისტორია. ჩვენს ხელთ არსებული წყაროები, რის საფუძველზეც შეიძლება ვიმსჯელოთ დამოუკიდებლობის აქტის შემუშავების შესახებ, საკმაოდ მწირია და ძირითადად წლების შემდეგ იმ პირთა მიერ დაწერილი მცირე მოგონებებისგან შედგება, რომლებიც დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ეს მოგონებები, გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია და მხოლოდ მათი შეჯე-რების გზით შეიძლება შევეცადოთ დამოუკიდებლობის აქტის შემუშავების საერთო სურათის აღდგენას.
დამოუკიდებლობის აქტი შემუშავებული იქნა სასწრაფოდ, 1918 წლის 24-26 მაისს, როდესაც დღის წესრიგში დადგა საქარ-თველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი. დამოუკი-დებლობის აქტი არა მხოლოდ აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ შეიცავდა იმ ძირითად პრინციპებსაც, რასაც უნდა დამყარებოდა საქართველოს სახელმწიფო.


•• პუბლიკაცია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-295

Full Text:

PDF

References


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებ¬რივი აქტების კრებული. 1918-1921. თბ., ივერთა მხარე, 1990.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების პროგრამები 1906-1921. კრებული I, თბილისი, 2008

ავალიშვილი ზურაბ. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლე¬ბის საერთაშორისო პოლიტიკაში. მოგონებანი, ნარკვე¬ვები. თბი¬ლისი, „მხედარი“, 2011.

ამირეჯიბი შალვა. წიგნი მეორე. თბი¬ლისი, 1998.

გაბაშვილი რევაზ. მოგონებები. თბილისი, „მერანი“, 1992.

გვაზავა გიორგი. საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (წერილი მეორე). პარიზი, 1928.

ვეშაპელი გრიგოლ. საქართველო და რუსეთი. თბილისი, 1918.

ინასარიძე კარლო. პატარა „ოქროს ხანა“. საქართველოს დე¬მოკ¬რატიული რესპუბლიკა. 1918-1921. რადიოდოკუმენტაცია, მი¬უნხენი, 1984, გვ.76-78.

ნოზაძე ვიქტორ. მოგონება რაჟდენ არსენიძის (1880-1965) შესახებ - „კავკასიონი“, 1967, XII, გვ.138-143.

ჟორდანია ნოე. ჩემი წარსული. მოგონებანი. თბილისი, გა¬მომ¬ცემლობა „სარანგი“, 1990.

სარჯველაძე პ. ნოე ჟორდანიას ხსოვნისათვის. დაბადების 100 წლისთავის გამო. პარიზი, 1968.

ჯანელიძე ოთარ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბ¬ლიკის ისტორიის ნარკვევები. თბ., 2018, გვ.18-19.

ჭუმბურიძე დოდო. აკაკი ჩხენკელი. სახელმწიფო მოღვაწე, დიპლო¬მატი, მამულიშვილი. თბ., 2018.

Документы и матерьялы по внешней политике Закавказья и Грузии. Тифлис, Типография Правительства Грузинской Республики, 1919.