დამოუკიდებლობის გამოცხადების ასახვა მეხსიერების ადგილებში: ქვემო ქართლში არსებული მუზეუმების მაგალითი

ალექსანდრე მელიქიძე

Abstract


საკვლევი თემა მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის გა­მოცხადების (1918 წლის 26 მაისი) და დამოუკიდებლობის აღ­დგენის (1991 წლის 9 აპრილი) ისტორიული მოვლენების რეპრე­ზენ­ტაციას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში (ქ. რუსთავი, თეთ­რიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, მარნეული, დმანისი) მდე­ბარე მუზეუმების მაგალითზე. მუზეუმი განიხილება როგორც ინსტიტუციური სივრცე, სადაც კოლექტიური მეხსიერება ფორმირ­დება, კონსოლიდირდება და თაობებს შორის გადაიცემა. წინამდე­ბარე საკვლევი თემის ფარგლებში შესწავლილ იქნა - რუსთავის ის­ტორიული მუზეუმის, თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზე­უმისა და გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზი­ციო პოლიტიკა დამოუკიდებლობის გამოცხადების ასახვის კონ­ტექ­სტში.

კვლევაში განიხილება მუზეუმის საექსპოზიციო პოლიტიკა, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ასევე ექსპონა­ტე­ბის შერჩევისა და კურატორული ინტერპრეტაციის პრინციპები, რაც ქმნის ისტორიული ნარატივის კონტურებს და განსაზღვრავს მისი ლოკალიზაციის ფორმებს. კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას და მათი და­მო­კიდებულებების ანალიზს მუზეუმში წარმოდგენილი ისტორი­ული ნარატივის მიმართ.


Full Text:

PDF

References


Anderson, B. (2006). Imagined communities: Reflections on the origin and spread of nationalism (Revised ed.). Verso.

Assmann, J. (2011). Cultural memory and early civilization: Writing, remembrance, and political imagination. Cambridge University Press.

Assmann, A. (2008). Transformations between history and memory. Social Research, 75(1), 49–72.

Barthes, R. (1977). Image, music, text (S. Heath, Trans.). Hill and Wang.

Bennett, T. (1995). The birth of the museum: History, theory, politics. Routledge.

Clifford, J. (1997). Routes: Travel and translation in the late twentieth century. Harvard University Press.

Fairclough, N. (1995). Critical discourse analysis: The critical study of language. Longman.

Halbwachs, M. (1992). On collective memory (L. A. Coser, Ed. & Trans.). University of Chicago Press.

Macdonald, S. (2013). Memorylands: Heritage and identity in Europe today. Routledge.

Nora, P. (1989). Between memory and history: Les lieux de mémoire. Representations, (26), 7–24. https://doi.org/10.2307/2928520

Said, E. W. (1993). Culture and imperialism. Vintage Books.

Todorova, M. (1997). Imagining the Balkans. Oxford University Press.


Refbacks

  • There are currently no refbacks.