სამსონ ფირცხალავა. პოლიტიკა და ზნეობა

არქივი მემკვიდრეობა

Abstract


სამსონ ფირცხალავას (1872-1952) სტატია „პოლიტიკა და ზნეობა“ წარმოადგენს ქართული პოლიტიკური აზროვნებისა და საზოგადოებ­რივი ეთიკის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და მართალ ტექსტს. ავტორი მკაფიოდ აყალიბებს პოლიტიკის ჭეშმარიტ დანიშნულებას და მკაც­რად აკრიტიკებს იმ მიდგომას, სადაც პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლე­ბის მოპოვების, პირადი ამბიციებისა და პურის ჭამის იარაღად იქცევა. ტექსტი დაიწერა 1917 წლის ოქტომბერში, საქართველოს დამოუკიდებ­ლობის მოპოვების წინა პერიოდში, როდესაც ქვეყანა დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის ემზადებოდა. ავტორი მიმართავს ქართულ საზოგადოებას და პარტიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ გამ­ჯდარი კულტურული და პოლიტიკური ტრადიციები.

მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, ის დღესაც უაღრესად აქტუალურია. თანამედროვე პოლიტი­კურ რეალობაშიც ხშირად ვხედავთ პრინციპების დაკარგვას, პოლარი­ზაციას, სადაც მიზანი (ძალაუფლება) ანაცვლებს ყველანაირ ზნეობრივ ნორმას. ფირცხალავას ტექსტი გვახსენებს, რომ არასწორი გზით მოპო­ვებული გამარჯვება საბოლოოდ ისევ ხალხისა და ქვეყნის დამარ­ცხებაა. ფირცხალავა უარყოფს ცინიკურ მიდგომას თითქოს „მიზანი ამართლებს საშუალებას“. მისთვის პოლიტიკა არის არა ინტრიგებისა და ჭადრაკის თამაში, არამედ საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი ამაღლების გზა. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს: „პოლიტიკის საგანია - უკეთესი საზოგადოება, პოლიტიკოსის მისწრაფებაა - უკეთესი ად­ა­მიანი“. თუ პოლიტიკური ბრძოლის პროცესში ზნეობა ილახება, თავად მიზანიც კარგავს ფასს.

ავტორი თვალსაჩინოდ აღწერს იმ საფრთხეებს, რომლებიც ახ­ლავს თან პოლიტიკურ ბრძოლას, განსაკუთრებით არჩევნების პერი­ოდში: მატყუარობა, მუქარა, მოსყიდვა, ძალადობა და ცილისწამება. ის აფრთხილებს მკითხველს, რომ გამარჯვების წყურვილით დაბრმავე­ბული ადამიანი საზოგადოებრივ სარგებელს ივიწყებს და მხოლოდ საკუთარი თავის წინ წამოწევას ცდილობს. განსაკუთრებით ძლიერია მისი მოწოდება: თუ მოწინააღმდეგე უზნეო მეთოდებით გებრძვის, ეს არ გაძლევს უფლებას, შენც იმავე მეთოდებს მიმართო.

სამსონ ფირცხალავას ეს სტატია არის პატიოსანი, ჰუმანური და დემოკრატიული პოლიტიკის მანიფესტი. ის მოგვიწოდებს, რომ პოლი­ტი­კური მოღვაწეობა არ უნდა იყოს ხალხის მოსყიდვასა და მანიპუ­ლაციაზე აგებული, არამედ  უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ღირსე­ბის ამაღლებას. ტექსტი გამოირჩევა მაღალი ლიტერატურული ენით, მკაფიო არგუმენტაციით და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით.

 


Full Text:

PDF

References


საქმე", 8 ოქტომბერი, 1917, # 71, გვ.2.


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)