სამსონ ფირცხალავა. პოლიტიკა და ზნეობა
Abstract
სამსონ ფირცხალავას (1872-1952) სტატია „პოლიტიკა და ზნეობა“ წარმოადგენს ქართული პოლიტიკური აზროვნებისა და საზოგადოებრივი ეთიკის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და მართალ ტექსტს. ავტორი მკაფიოდ აყალიბებს პოლიტიკის ჭეშმარიტ დანიშნულებას და მკაცრად აკრიტიკებს იმ მიდგომას, სადაც პოლიტიკა მხოლოდ ძალაუფლების მოპოვების, პირადი ამბიციებისა და პურის ჭამის იარაღად იქცევა. ტექსტი დაიწერა 1917 წლის ოქტომბერში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების წინა პერიოდში, როდესაც ქვეყანა დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის ემზადებოდა. ავტორი მიმართავს ქართულ საზოგადოებას და პარტიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ გამჯდარი კულტურული და პოლიტიკური ტრადიციები.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიწერა, ის დღესაც უაღრესად აქტუალურია. თანამედროვე პოლიტიკურ რეალობაშიც ხშირად ვხედავთ პრინციპების დაკარგვას, პოლარიზაციას, სადაც მიზანი (ძალაუფლება) ანაცვლებს ყველანაირ ზნეობრივ ნორმას. ფირცხალავას ტექსტი გვახსენებს, რომ არასწორი გზით მოპოვებული გამარჯვება საბოლოოდ ისევ ხალხისა და ქვეყნის დამარცხებაა. ფირცხალავა უარყოფს ცინიკურ მიდგომას თითქოს „მიზანი ამართლებს საშუალებას“. მისთვის პოლიტიკა არის არა ინტრიგებისა და ჭადრაკის თამაში, არამედ საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი ამაღლების გზა. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს: „პოლიტიკის საგანია - უკეთესი საზოგადოება, პოლიტიკოსის მისწრაფებაა - უკეთესი ადამიანი“. თუ პოლიტიკური ბრძოლის პროცესში ზნეობა ილახება, თავად მიზანიც კარგავს ფასს.
ავტორი თვალსაჩინოდ აღწერს იმ საფრთხეებს, რომლებიც ახლავს თან პოლიტიკურ ბრძოლას, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში: მატყუარობა, მუქარა, მოსყიდვა, ძალადობა და ცილისწამება. ის აფრთხილებს მკითხველს, რომ გამარჯვების წყურვილით დაბრმავებული ადამიანი საზოგადოებრივ სარგებელს ივიწყებს და მხოლოდ საკუთარი თავის წინ წამოწევას ცდილობს. განსაკუთრებით ძლიერია მისი მოწოდება: თუ მოწინააღმდეგე უზნეო მეთოდებით გებრძვის, ეს არ გაძლევს უფლებას, შენც იმავე მეთოდებს მიმართო.
სამსონ ფირცხალავას ეს სტატია არის პატიოსანი, ჰუმანური და დემოკრატიული პოლიტიკის მანიფესტი. ის მოგვიწოდებს, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არ უნდა იყოს ხალხის მოსყიდვასა და მანიპულაციაზე აგებული, არამედ უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ღირსების ამაღლებას. ტექსტი გამოირჩევა მაღალი ლიტერატურული ენით, მკაფიო არგუმენტაციით და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობით.
Full Text:
PDFReferences
საქმე", 8 ოქტომბერი, 1917, # 71, გვ.2.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)