ქართული ოცნების წინასაარჩევნო პოპულისტური გზავნილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
Abstract
სტატიაში გამოკვლეულია პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების ლიდერების პოპულისტური გზავნილები საჯარო გამოსვლებში, რომელსაც ისინი მიმართავდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას. პოპულიზმი გაგებულია როგორც დისკურსი, სადაც პოლიტიკურ სივრცეში, საზოგადოება დაპირისპირებულია ერთის მხრივ, ჩვენ „ხალხსა“ და მეორეს მხრივ, („სხვა“) „ელიტას“ შორის. ეს მიდგომა ერნესტო ლაკლაუს თეორიას ეფუძნება. სტატიის მიზანი გახლდათ პოპულისტური თემების გამოკვეთა, რომელზეც ქართული ოცნება აპელირებდა და ანტაგონიზმის კონსტრუქციას ახდენდა ხალხსა და „სხვებს“ შორის.
წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს შიდა და გარე ძალები ებრძოდნენ. გარე ძალები თავიანთი აგენტების, კერძოდ, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ებრძოდნენ საქართველოს ხელისუფლებას (ქართულ ოცნებას) და ქართველ ხალხს, მის ტრადიციებს, რელიგიასა და ფასეულობებს, ასევე არ სცემდნენ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იყო, როგორც პოპულისტური „სხვა“, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ჩათრევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და მეორე ფრონტის გახსნა, რაც ქვეყნის განადგურებით დამთავრდებოდა. ამის საპირისპიროდ, ქართული ოცნება საკუთარ თავს წარმოადგენდა, როგორც მშვიდობის ერთადერთ გარანტიას ქვეყანაში. აღნიშნულ გზავნილებში იკვეთებოდა პოპულისტური დისკურსები, რომელიც, ასევე, გავრცელებულია ევროპაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიების რიტორიკაში, მათ შორის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ბიუროკრატიისგან.
ევროკავშირთან დაკავშირებით, ქართული ოცნება მიმართავდა ევროპის ორმაგი იმიჯის კონსტურქციას. ერთის მხრივ, ის აღნიშნავდა, რომ ქვეყნის გარედან საქართველოს მიუღებელ (ფსევდოლიბერალურ) ღირებულებებს ახვევდნენ თავს. ქართული ოცნება ამას უპირისპირებდა ქრისტიანულ ღირებულებებს რომელიც ევროპის საფუძველს წარმოადგენდა. საქართველო სწორედ ქრისტიანობის გამო უნდა გაწევრიანებულიყო ევროკავშირში. ამ სტრატეგიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას უნდა დავუკავშიროთ.
Keywords
Full Text:
PDFReferences
გოგსაძე გ. (2022). 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევ-ნების პოლიტიკური პარტიების პოპულისტური და ნატივისტური დისკურსები. ჟურნალი „პოლიტიკა“. ტომი 6, N 5; https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/309
ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში (სრუ¬ლად) 19 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: http://nsp.ge/77231-irakli-kobakhidzis-sityvith-gamosvla-qarthuli-ocnebis-saarchevno-kampaniis-regionul-ghonisdziebaze-quthaisshi-srulad.html
ირაკლი კობახიძე - როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომე¬ლიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, საერთო კონფიგურა¬ცია ვერ შეიცვლება, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს. (2024, 22 ივლისი) პირველი არხი. მოპოვებული: https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-rogorc-ar-unda-gaertiandes-romelime-opoziciuri-partia-skhva-partiebtan-saerto-konfiguracia-ver-sheicvleba-koleqtiuri-nacionaluri-modzraoba-am-archevnebs-dzalian/
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში 19 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://exclusivenews.ge/post/460020
პრემიერ-მინისტრი კანონპროექტს იცავს, სსო-ებსა და პრეზიდენტს „უცხოელ აგენტებს“ უწოდებს. (2024, 17 აპრილი) Civil.ge. მოპოვებული: https://civil.ge/ka/archives/600071
საქართველოს საარჩევნო კოდექსი, თავი VI. წინასაარჩევნო კამპანია. მუხლი 45. წინსაარჩევნო კამპანია (აგიტაცია). ქვეპუნქტი 1 (2011). მოპოვებული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168?publication=73
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა. (2024, 15 მაისი) Civil.ge. მოპოვებული: https://civil.ge/ka/archives/606551
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა ბათუმში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. პირველი არხი. 10 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-batumshi-qartuli-ocnebis-saarchevno-kampaniis-regionul-ghonisdziebaze/
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა თბილისში, დასკვნით საარჩევნო შეხვედრაზე. პირველი არხი. 23 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-tbilisshi-daskvnit-saarchevno-shekhvedraze/
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივა¬ნიშ-ვილის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში, საარჩევნო შეხვედრაზე. პირველი არხი. 15 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-zugdidshi-saarchevno-shekhvedraze/
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივა-ნიშვილის სიტყვით გამოსვლა თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე. პირველი არხი. 28 სექტემბერი, 2024. მოპოვებული: https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-telavshi-saarchevno-shekhvedraze/
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. პირველი არხი. 19 სექტემბერი, 2024. მოპოვებული: https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-rustavshi-qartuli-ocnebis-saarchevno-kampaniis-regionul-ghonisdziebaze/
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივა-ნიშვილის სიტყვით გამოსვლა ქუთაისში, საარჩევნო შეხვედრაზე. პირველი არხი. 19 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://1tv.ge/news/qartuli-ocnebis-sapatio-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-sityvit-gamosvla-qutaisshi-saarchevno-shekhvedraze/
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში 23 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://kvira.ge/967029
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში. 11 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://nsp.ge/76799-qarthuli-ocnebis-aghmasrulebeli-mdivnis-mamuka-mdinaradzis-sityvith-gamosvla-qarthuli-ocnebis-saarchevno-kampaniis-regionul-ghonisdziebaze-bathumshi-srulad.html
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში. სრუ¬ლად. 19 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://businessinsider.ge/allnews/kartuli-otsnebis-generaluri-mdivnis-da-tbilisis-meris-kakha-kaladzis-sitqvit-gamosvla-kartuli-otsnebis-saarchevno-kampaniis-regionul-ghonisdziebaze-kutaisshi-srulad
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქარ¬თული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში. რუსთავი 2. 21 აგვისტო, 2024. მოპოვებული: https://rustavi2.ge/ka/news/289653
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქარ¬თული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში. 19 ოქტომბერი, 2024. მოპოვებული: https://xnews.ge/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a1-17/
შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუს¬თავში 19 სექტემბერი, 2024. მოპოვებული: https://newshub.ge/index.php/news/politika/shalva-papuashvilis-sitkvit-gamosvla-kartuli-otsnebis-saarchevno-kampaniis-regionul-ghonisdziebaze-rustavshi
ჩიჩუა, ნ. (2025, 3 ივნისი) ერთ წელში EU-სადმი ნდობა სა-ქართველოში 17%-ით შემცირდა ევრობარომეტრი. ნეტგაზეთი. მოპოვებული: https://netgazeti.ge/life/775883/
Jakobson, M.-L. (2012, November). Populism in the Baltic States. Open Estonia Foundation, Tallinn University.
Laclau, E. (2005). Populism: What's in a Name? In F. Panizza, Populism and Mirror of Democracy. (pp. 32-49). Verso.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)