რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლები რუსულ პოლიტიკურ ფილოსოფიასა და კონცეფციებში
Abstract
წინამდებარე კვლევაში შესწავლილია რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიური ფესვები და ამტკიცებს, რომ თანამედროვე რუსული რევიზიონიზმი ხანგრძლივი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრადიციების პირდაპირი პროდუქტია. ნაშრომი ფოკუსირებულია პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკური ვაკუუმიდან იმპერიული ამბიციების აღდგენაზე გადასვლის პროცესზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინე ლეონტიევის, ნიკოლოზ ტრუბეცკოისა და ივან ილინის ნაშრომების ინსტრუმენტალიზაციის გზით ხორციელდება.
დოკუმენტების თვისებრივი ანალიზის გამოყენებით, ნაშრომი აჩვენებს, თუ როგორ მოხდა ლეონტიევის „ბიზანტიზმის“, ტრუბეცკოის „ევრაზიულობისა“ და ილინის „ძლიერი სახელმწიფოს“ კონცეფციების ინტეგრირება რუსეთის ოფიციალურ საგარეო პოლიტიკის კონცეფციებში (2000–2023). ეს ფილოსოფიური ჩარჩოები უზრუნველყოფს დასავლური ლიბერალური წესრიგის უარყოფის, „მრავალპოლარული“ ძალთა ბალანსის შექმნისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში „პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ დამკვიდრების „ლოგიკურ“ დასაბუთებას. კვლევა ასკვნის, რომ საბჭოთა წარსულის რომანტიზება და „მუდმივი მტრის“ ხატის შექმნა აუცილებელ ინსტრუმენტებს წარმოადგენს შიდა კონსოლიდაციისა და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებული ტერიტორიული ანექსიების ლეგიტიმაციისთვის, რაც სისტემურ გამოწვევას უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას.
Keywords
Full Text:
PDFReferences
რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფ-ცია.(2000). https://docs.cntd.ru/document/901764263
რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფ-ცია.(2008). http://kremlin.ru/acts/news/785
რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია.(2013). http://static.kremlin.ru/media/events/files/41d447a0ce9f5a96bdc3.pdf
რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონ-ცეფცია.(2016).http://www.kremlin.ru/acts/bank/41451/page/4
რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფ-ცია.(2023). http://www.kremlin.ru/acts/bank/49090
Morgenthau, H. J., & Thompson, K. W. (1985). Politics Among Nations: The Struggle for Power and Peace (6th ed.). New York: McGraw-Hill.
Aron, L. (2016, December 15). Changing Putin’s Mind: How Trump Can Reshape Russian Foreign Policy. Foreign Affairs.
Lo, B. (2018). Chutzpah and realism: Vladimir Putin and the making of Russian foreign policy (Russie.NEI.Visions No. 108). French Institute of International Relations (IFRI).
Eltchaninoff, M. (2018, February). Inside the mind of Vladimir Putin (208 pp.).
Ильин, И. (2018). Наши задачи.
Трубецко́й, Н. (1920). Европа и человечество.
Трубецко́й, Н. (1925). Взгляд на русскую историю не с Запада, а с Востока.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)