რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის იდეოლოგიური საფუძვლები რუსულ პოლიტიკურ ფილოსოფიასა და კონცეფციებში

Aleksandre Melikidze

Abstract


წინამდებარე კვლევაში შესწავლილია რუსეთის ფედერაციის ექს­პანსიონისტური საგარეო პოლიტიკის იდეოლოგიური ფესვები და ამ­ტკიცებს, რომ თანამედროვე რუსული რევიზიონიზმი ხანგრ­ძლი­ვი პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრადიციების პირდაპირი პრო­­დუქტია. ნაშრომი ფოკუსირებულია პოსტსაბჭოთა გეოპოლი­ტი­­კუ­რი ვაკუუმიდან იმპერიული ამბიციების აღდგენაზე გადას­ვლის პრო­ცესზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, კონსტანტინე ლეონ­ტიევის, ნიკოლოზ ტრუბეცკოისა და ივან ილინის ნაშრომების ინსტრუ­მენტა­ლიზაციის გზით ხორციელდება.

დოკუმენტების თვისებრივი ანალიზის გამოყენებით, ნაშ­რო­მი აჩვენებს, თუ როგორ მოხდა ლეონტიევის „ბიზანტიზმის“, ტრუ­ბეცკოის „ევრაზიულობისა“ და ილინის „ძლიერი სახელმწიფოს“ კონ­ცეფციების ინტეგრირება რუსეთის ოფიციალურ საგარეო პო­ლი­ტიკის კონცეფციებში (2000–2023). ეს ფილოსოფიური ჩარჩოები უზრუნველყოფს დასავლური ლიბერალური წესრიგის უარყოფის, „მრავალპოლარული“ ძალთა ბალანსის შექმნისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში „პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ დამკვიდ­რე­ბის „ლოგიკურ“ დასაბუთებას. კვლევა ასკვნის, რომ საბჭოთა წარ­სულის რომანტიზება და „მუდმივი მტრის“ ხატის შექმნა აუცი­ლებელ ინსტრუმენტებს წარმოადგენს შიდა კონსოლიდაციისა და სა­ქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებული ტე­რი­ტორიული ანექსიების ლეგიტიმაციისთვის, რაც სისტემურ გამოწვევას უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას.


Keywords


რუსეთის საგარეო პოლიტიკა, პოსტსაბჭოთა სივრცე. ევრაზიულობა, ეროვნული უსაფრთხოება, ექსპანსიონიზმი

Full Text:

PDF

References


რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფ-ცია.(2000). https://docs.cntd.ru/document/901764263

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფ-ცია.(2008). http://kremlin.ru/acts/news/785

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია.(2013). http://static.kremlin.ru/media/events/files/41d447a0ce9f5a96bdc3.pdf

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონ-ცეფცია.(2016).http://www.kremlin.ru/acts/bank/41451/page/4

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფ-ცია.(2023). http://www.kremlin.ru/acts/bank/49090

Morgenthau, H. J., & Thompson, K. W. (1985). Politics Among Nations: The Struggle for Power and Peace (6th ed.). New York: McGraw-Hill.

Aron, L. (2016, December 15). Changing Putin’s Mind: How Trump Can Reshape Russian Foreign Policy. Foreign Affairs.

Lo, B. (2018). Chutzpah and realism: Vladimir Putin and the making of Russian foreign policy (Russie.NEI.Visions No. 108). French Institute of International Relations (IFRI).

Eltchaninoff, M. (2018, February). Inside the mind of Vladimir Putin (208 pp.).

Ильин, И. (2018). Наши задачи.

Трубецко́й, Н. (1920). Европа и человечество.

Трубецко́й, Н. (1925). Взгляд на русскую историю не с Запада, а с Востока.


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)