სოციალური კაპიტალის სტრუქტურა და მისი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე (რაოდენობრივი კვლევის შედეგები)
Abstract
სოციალური კაპიტალი თანამედროვე სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთ ცენტრალურ ანალიტიკურ კონცეფციად მიიჩნევა, რადგან იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის, თანამშრომლობისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესების ახსნაში. მოცემული სტატია იკვლევს სოციალური კაპიტალის სტრუქტურას ქართულ საზოგადოებაში და აანალიზებს მის გავლენას სოციალური ერთიანობისა და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე. კვლევა ეფუძნება 2025 წელს ჩატარებული ეროვნული მასშტაბის რაოდენობრივი გამოკითხვის მონაცემებს (N = 1100) და სოციალური კაპიტალის ანალიზს ახორციელებს bonding, bridging და linking სოციალური კაპიტალის ანალიტიკური ჩარჩოს გამოყენებით.
კვლევის შედეგები ცხადყოფს სოციალური კაპიტალის ტიპებს შორის მკვეთრ ასიმეტრიას. Bonding სოციალური კაპიტალი განსაკუთრებით ძლიერია, რაც გამოიხატება ოჯახის წევრების, მეზობლებისა და ახლო სოციალური წრის მიმართ მაღალი ნდობით. ამასთანავე, შედარებით სუსტია bridging სოციალური კაპიტალი, რაც აისახება ზოგადი სოციალური ნდობის დაბალ დონესა და ეთნიკური და რელიგიური „სხვის“ მიმართ სოციალურ დისტანციაზე. Linking სოციალური კაპიტალიც მყიფეა და ძირითადად კონცენტრირებულია ტრადიციული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინსტიტუტების მიმართ ნდობაზე, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაბალია.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ქართული საზოგადოება იმყოფება ტრადიციულობისა და მოდერნულობის საზღვარზე. ძლიერი bonding სოციალური კაპიტალი უზრუნველყოფს სოციალურ მდგრადობას მიკრო დონეზე, თუმცა სუსტი bridging და linking სოციალური კაპიტალი ზღუდავს ფართო საზოგადოებრივ თანამშრომლობას, ინსტიტუციურ ნდობასა და ინკლუზიურ განვითარებას. სტატიაში დასკვნის სახით არგუმენტირებულია, რომ სოციალური კაპიტალის დაბალანსებული განვითარება წარმოადგენს კრიტიკულ წინაპირობას საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და სოციალური თანასწორობის გასაძლიერებლად.
Keywords
Full Text:
PDFReferences
Bourdieu, P. (1986). The forms of capital. In J. G. Richardson (Ed.), Handbook of theory and research for the sociology of education (pp. 241–258). Greenwood Press.
Coleman, J. S. (1988). Social capital in the creation of human capital. American Journal of Sociology, 94(Supplement), S95–S120. https://doi.org/10.1086/228943
Coleman, J. S. (1990). Foundations of social theory. Harvard University Press.
Newton, K. (2001). Trust, social capital, civil society, and democracy. International Political Science Review, 22(2), 201–214. https://doi.org/10.1177/0192512101222004
Portes, A. (1998). Social capital: Its origins and applications in modern sociology. Annual Review of Sociology, 24, 1–24. https://doi.org/10.1146/annurev.soc.24.1.1
Putnam, R. D. (1993). Making democracy work: Civic traditions in modern Italy. Princeton University Press.
Putnam, R. D. (2000). Bowling alone: The collapse and revival of American community. Simon & Schuster.
Uslaner, E. M. (2002). The moral foundations of trust. Cambridge University Press.
Woolcock, M. (1998). Social capital and economic development: Toward a theoretical synthesis and policy framework. Theory and Society, 27(2), 151–208. https://doi.org/10.1023/A:1006884930135
Woolcock, M., & Narayan, D. (2000). Social capital: Implications for development theory, research, and policy. The World Bank Research Observer, 15(2), 225–249. https://doi.org/10.1093/wbro/15.2.225
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)