სოციალური კაპიტალის სტრუქტურა და მისი გავლენა ქართულ საზოგადოებაზე (რაოდენობრივი კვლევის შედეგები)

Iago Kachkachishvili

Abstract


სოციალური კაპიტალი თანამედროვე სოციალური მეცნიერე­ბების ერთ-ერთ ცენტრალურ ანალიტიკურ კონცეფციად მიიჩნევა, რა­დ­გან იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის, თანამშრომ­ლობისა და სოციალური ინტეგრაციის პროცესების ახსნაში. მოცე­მული სტატია იკვლევს სოციალური კაპიტალის სტრუქტურას ქარ­თულ საზოგადოებაში და აანალიზებს მის გავლენას სოციალური ერთიანობისა და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე. კვლევა ეფუძნება 2025 წელს ჩატარებული ეროვნული მასშტაბის რაოდენობრივი გამოკითხვის მონაცემებს (N = 1100) და სოციალუ­რი კაპიტალის ანალიზს ახორციელებს bonding, bridging და linking სოციალური კაპიტალის ანალიტიკური ჩარჩოს გამოყენებით.

კვლევის შედეგები ცხადყოფს სოციალური კაპიტალის ტი­პებს შორის მკვეთრ ასიმეტრიას. Bonding სოციალური კაპიტალი გა­ნსაკუთრებით ძლიერია, რაც გამოიხატება ოჯახის წევრების, მე­ზობლებისა და ახლო სოციალური წრის მიმართ მაღალი ნდობით. ამასთანავე, შედარებით სუსტია bridging სოციალური კაპიტალი, რაც აისახება ზოგადი სოციალური ნდობის დაბალ დონესა და ეთნიკური და რელიგიური „სხვის“ მიმართ სოციალურ დისტან­ციაზე. Linking სოციალური კაპიტალიც მყიფეა და ძირითადად კონცენტრირებულია ტრადიციული და უსაფრთხოებასთან დაკავ­ში­რე­ბული ინსტიტუტების მიმართ ნდობაზე, მაშინ როდესაც პო­ლი­ტიკ­ური პარტიებისა და წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მიმართ ნდობა დაბალია.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ქართული საზოგადოება იმყოფება ტრადიციულობისა და მოდერნულობის საზღვარზე. ძლი­ერი bonding სოციალური კაპიტალი უზრუნველყოფს სოცი­ალურ მდგრადობას მიკრო დონეზე, თუმცა სუსტი bridging და linking სოციალური კაპიტალი ზღუდავს ფართო საზოგადოებრივ თა­ნამშრომლობას, ინსტიტუციურ ნდობასა და ინკლუზიურ გან­ვითარებას. სტატიაში დასკვნის სახით არგუმენტირებულია, რომ სო­ციალური კაპიტალის დაბალანსებული განვითარება წარმოად­გენს კრიტიკულ წინაპირობას საქართველოში დემოკრატიული კონ­სოლიდაციისა და სოციალური თანასწორობის გასაძლიერებ­ლად.


Keywords


სოციალური კაპიტალი; ნდობა; Bonding სოციალური კაპიტალი; Bridging სოციალური კაპიტალი; Linking სოციალური კაპიტალი; ქართული საზოგადოება.

Full Text:

PDF

References


Bourdieu, P. (1986). The forms of capital. In J. G. Richardson (Ed.), Handbook of theory and research for the sociology of education (pp. 241–258). Greenwood Press.

Coleman, J. S. (1988). Social capital in the creation of human capital. American Journal of Sociology, 94(Supplement), S95–S120. https://doi.org/10.1086/228943

Coleman, J. S. (1990). Foundations of social theory. Harvard University Press.

Newton, K. (2001). Trust, social capital, civil society, and democracy. International Political Science Review, 22(2), 201–214. https://doi.org/10.1177/0192512101222004

Portes, A. (1998). Social capital: Its origins and applications in modern sociology. Annual Review of Sociology, 24, 1–24. https://doi.org/10.1146/annurev.soc.24.1.1

Putnam, R. D. (1993). Making democracy work: Civic traditions in modern Italy. Princeton University Press.

Putnam, R. D. (2000). Bowling alone: The collapse and revival of American community. Simon & Schuster.

Uslaner, E. M. (2002). The moral foundations of trust. Cambridge University Press.

Woolcock, M. (1998). Social capital and economic development: Toward a theoretical synthesis and policy framework. Theory and Society, 27(2), 151–208. https://doi.org/10.1023/A:1006884930135

Woolcock, M., & Narayan, D. (2000). Social capital: Implications for development theory, research, and policy. The World Bank Research Observer, 15(2), 225–249. https://doi.org/10.1093/wbro/15.2.225


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)