საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი: იდეოლოგიური კონტექსტი

Malkhaz Matsaberidze

Abstract


სტატიაში განხილულია საქართველოს 1918 წლის 26 მაისის და­მოუკიდებლობის აქტის იდეოლოგიური საფუძველი. დამოუკი­დებლობის აქტი იყო პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, რო­მელიც არა მხოლოდ აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებ­ლობას, არამედ აყალიბებდა მომავალი სახელმწიფოებრივი მოწყო­ბის ძირითად პრინციპებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის იდეოლოგიურ კონტექ­სტზე. დამოუკიდებლობის აქტის შემუშა­ვება ორი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა - სოციალ-დემოკ­რატების და ეროვნულ-დემოკრატების. ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგია ლიბერა­ლუ­რი ნაციონალიზმის სახეობა იყო. დამო­უკი­დებ­ლობის აქტი იმ­დროინდელი პოლიტიკური ძალების კონ­სენსუსს ემყარებოდა, რა­საც აადვილებდა ის გარემოება, რომ სო­ციალ-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები თანხმდებოდნენ დემოკრატიული სახელ­მწი­ფოს მშენებლობის თაობაზე. ეს მისა­ღე­ბი იყო საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი სხვა სო­ციალისტური პარტი­ებისთვისაც (სოციალისტ-ფედერალისტები, სო­ცი­ალისტ-რევოლუ­ცი­ონე­რები). ეროვნულ-დემოკრატებისთვის და­­მო­უკიდებელი დე­მო­კ­რა­ტიული სახელმწიფოს აშენება საბოლოო მიზანი იყო, სოც­იალისტური პარტიები კი სამომავლოდ „სოცი­ალიზმის მშენებლო­ბაზე“ გადასვლას გეგმავდნენ. ეროვნული საბ­ჭოს აღმსრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, რო­მელიც ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერიც იყო, და­მო­უკიდებლობის აქტის პროექტიდან ამოიღო ე. წ. „სოციალური“ (სოციალისტური) დებუ­ლე­ბები და დატოვა მხოლოდ „საერთო ეროვნული“, თუმცა დამო­უკიდებლობის აქტში ჩამოყალიბებულ რიგ კონსტიტუციურ პრინ­ციპებს ემჩნევა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენა. მთლიანობაში, საქართველოს დამოუკი­დებ­ლობის აქტი ლიბერა­ლური ნაციონალიზმის და სოციალ-დე­მოკრატიული იდეოლოგიის ნაზავს წარმოადგენდა.

· ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-2950.


Keywords


საქართველო, საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური იდეოლოგიები.

Full Text:

PDF

References


საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი.

საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს.

გვაზავა გიორგი. საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (წერილი მეორე). პარიზი, 1928.

დანელია სერგი. ტერმინი „ეროვნული დემოკრატია“ - სა-ქარ¬თვე¬ლო“, 1921 წლის 27 იან¬ვა¬რი, N 19, გვ.2

ინასარიძე კარლო. პატარა „ოქროს ხანა“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1918-1921. რადიო-დოკუმენტაცია, მიუნხენი, 1984.

ჟორდანია ნოე. ჩემი წარსული. მოგონებანი. თბილისი, გამომ¬ცემლობა „სარანგი“, 1990.

სარჯველაძე პ. ნოე ჟორდანიას ხსოვნისათვის. დაბადების 100 წლისთავის გამო. პარიზი, 1968.

ხახანაშვილი ი. ჩვენი იდეოლოგიისთვის - „სა¬ქარ¬თვე¬ლო, 15 აპ¬რი¬ლი 1919, N 83.


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)