საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი: იდეოლოგიური კონტექსტი
Abstract
სტატიაში განხილულია საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის იდეოლოგიური საფუძველი. დამოუკიდებლობის აქტი იყო პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ აყალიბებდა მომავალი სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითად პრინციპებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის იდეოლოგიურ კონტექსტზე. დამოუკიდებლობის აქტის შემუშავება ორი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა - სოციალ-დემოკრატების და ეროვნულ-დემოკრატების. ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგია ლიბერალური ნაციონალიზმის სახეობა იყო. დამოუკიდებლობის აქტი იმდროინდელი პოლიტიკური ძალების კონსენსუსს ემყარებოდა, რასაც აადვილებდა ის გარემოება, რომ სოციალ-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები თანხმდებოდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის თაობაზე. ეს მისაღები იყო საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი სხვა სოციალისტური პარტიებისთვისაც (სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები). ეროვნულ-დემოკრატებისთვის დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება საბოლოო მიზანი იყო, სოციალისტური პარტიები კი სამომავლოდ „სოციალიზმის მშენებლობაზე“ გადასვლას გეგმავდნენ. ეროვნული საბჭოს აღმსრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, რომელიც ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერიც იყო, დამოუკიდებლობის აქტის პროექტიდან ამოიღო ე. წ. „სოციალური“ (სოციალისტური) დებულებები და დატოვა მხოლოდ „საერთო ეროვნული“, თუმცა დამოუკიდებლობის აქტში ჩამოყალიბებულ რიგ კონსტიტუციურ პრინციპებს ემჩნევა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენა. მთლიანობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ლიბერალური ნაციონალიზმის და სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის ნაზავს წარმოადგენდა.
· ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-2950.
Keywords
Full Text:
PDFReferences
საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი.
საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს.
გვაზავა გიორგი. საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (წერილი მეორე). პარიზი, 1928.
დანელია სერგი. ტერმინი „ეროვნული დემოკრატია“ - სა-ქარ¬თვე¬ლო“, 1921 წლის 27 იან¬ვა¬რი, N 19, გვ.2
ინასარიძე კარლო. პატარა „ოქროს ხანა“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1918-1921. რადიო-დოკუმენტაცია, მიუნხენი, 1984.
ჟორდანია ნოე. ჩემი წარსული. მოგონებანი. თბილისი, გამომ¬ცემლობა „სარანგი“, 1990.
სარჯველაძე პ. ნოე ჟორდანიას ხსოვნისათვის. დაბადების 100 წლისთავის გამო. პარიზი, 1968.
ხახანაშვილი ი. ჩვენი იდეოლოგიისთვის - „სა¬ქარ¬თვე¬ლო, 15 აპ¬რი¬ლი 1919, N 83.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)