ელექტრონული საჯარო სერვისების განვითარება და გამოწვევები საქართველოში
Abstract
კვლევა (PHDF-21-7367) განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
სტატიაში განხილულია საქართველოში ელექტრონული საჯარო სერვისების განვითარების, ფუნქციონირებისა და გამოწვევების საკითხები, განსაკუთრებული აქცენტით ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე – my.gov.ge. პორტალი 2012 წელს ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შეიქმნა და აერთიანებს 700-ზე მეტ საჯარო და კერძო სექტორის სერვისს ერთიან ციფრულ სივრცეში, რაც ასახავს კარგი გამოხატულებაა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ და ეხმიანება ელექტრონული მმართველობის რეფორმის ფართო დღის წესრიგს. სერვისების მიწოდების გამარტივებით, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით და გამჭვირვალობის გაძლიერებით, my.gov.ge საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიის ცენტრალურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.
ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება პორტალის ფუნქციონალის ხარისხობრივ ანალიზს, მეორეულ წყაროებსა და გაეროს ელექტრონული მონაწილეობის ინდექსის ჩარჩოს, რათა შეფასდეს სამი მიმართულება: ელექტრონული ინფორმაცია ელექტრონული კონსულტირება და ელექტრონული გადაწყვეტილების მიღება. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მიუთითებს, რომ პორტალი ყველაზე ეფექტიანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული დოკუმენტაციის მიღების კუთხით, მათ შორის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აღინიშნება მრავალენოვანი ფუნქციონალი და ინკლუზიური მექანიზმები. მიუხედავად ამისა, გამოწვევები კვლავ რჩება. პორტალი უზრუნველყოფს მაღალი დონის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას, თუმცა მოქალაქეთა ჩართულობა და გამოყენების ინტენსივობა დაბალ ნიშნულზეა. my.gov.ge-ის წვლილი ელექტრონული გადაწყვეტილების მიღებაში კვლავ არასაკმარისია, ამ მიმართულებით არ არსებული ფუნქციონალიდან გამომდინარე (ინფორმაციის მიწოდებასთან და კონსულტაციასთან შედარებით).
ნაშრომში ხაზგასმულია, რომ my.gov.ge უნდა აღიქმებოდეს არა მხოლოდ როგორც ტექნიკური პლატფორმა, არამედ როგორც დემოკრატიული მონაწილეობის ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ციფრულ კომუნიკაციას. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია პლატფორმის მონაწილეობითი ფუნქციების განვითარება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გაზრდის სტრატეგიების დანერგვა. საბოლოო ჯამში, my.gov.ge წარმოადგენს როგორც წინსვლის, ისე გამოწვევების მაგალითს საქართველოს ელექტრონული მმართველობის ფართო სურათში.
Keywords
Full Text:
PDFReferences
Chichinadze, S. (2021, თებერვალი 11). საქართველოს საჯარო სექტორის ციფრული გარდაქმნა. თბილისი. Retrieved აგვისტო 24, 2025, from https://www.undp.org/ka/georgia/stories/digital-solutions-transform-georgia%E2%80%99s-public-sector
Gailmard, S. (2014). Accountability and Principal–Agent Theory. In M. Bovens, The Oxford Handbook of Public Accountability (pp. 90-105). Oxford University Press.
Heeks, R. (2006). Implementing and managing eGovernment: An international text. London: SAGE Publications.
International Telecommunication Union. (2022). Digital development country profile: Georgia. International Telecommunication Union.
Janssen, M., Charalabidis, Y., & Zuiderwijk, A. (2012). Benefits, adoption barriers and myths of open data and open government. Information Systems Management, 4(29), 258-268. Retrieved from https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/10580530.2012.716740
National statistics office of Georgia. (2014). Demographic and Social Characteristics. Tbilisi: National statistics office of Georgia.
OECD. (2016). Open Government: The Global Context and the Way Forward. Paris: OECD publishing.
OECD. (2023). Policy issues: OECD. Retrieved from OECD WEB SITE: https://www.oecd.org/en/topics/policy-issues/digital-government.html?utm_source=chatgpt.com
United Nations. (2022). E-Government Survey 2022. New York: United Nations.
United Nations. (2024). UN E-participation survey. United Nations.
Villaplana, R. F., Megías, A., & Sandri, G. (2023). From open government to open parties in Europe. A framework for analysis. Frontiers in Political Science, 1-14.
World Bank. (2020, May 27). Digital services help governments deliver solutions during COVID-19. doi:https://blogs.worldbank.org/governance/digital-services-help-governments-deliver-solutions-during-covid-19
Zimina, A., & Lysa, S. (2020). The mechanism of functioning of the "Single window" in the ports of Ukraine. Commodities and Markets, 34(2).
ბეკურაშვილი, მ. (2022, ოქტომბერი 13). ელექტრონული სა-ჯარო სერვისები საქართველოში. (თ. ჭრიკიშვილი, Interviewer)
გაგნიძე, ნ. (2022, დეკემბერი 22). საქართველოში ელექტრო-ნული სერვისების განვითარების ტენდენციები. (თ. ჭრიკიშვილი, Interviewer)
ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი. (n.d.). my.gov.ge. Retrieved from my.gov.ge ვებ-გვერდი: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10
ტურაშვილი, თ. (2020). ღია მონაცემების სახელმძღვანელო. თბილისი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
ღია მმართველობა საქართველო. (2020). my.gov.ge.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)