ელექტრონული საჯარო სერვისების განვითარება და გამოწვევები საქართველოში

Tamta Chrikishvili

Abstract


კვლევა (PHDF-21-7367) განხორციელდა შოთა რუსთაველის საქარ­თველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

 

სტატიაში განხილულია საქართველოში ელექტრონული სა­ჯა­რო სერვისების განვითარების, ფუნქციონირებისა და გამოწვე­ვე­ბის საკითხები, განსაკუთრებული აქცენტით ელექტრონული სერ­ვი­სე­ბის ერთიან პორტალზე –  my.gov.ge. პორტალი 2012 წელს ციფ­რუ­ლი მმართველობის სააგენტოს მიერ შეიქმნა და აერთიანებს 700-ზე მეტ საჯარო და კერძო სექტორის სერვისს ერთიან ციფრულ სივ­რცეში, რაც ასახავს კარგი გამოხატულებაა „ერთი ფანჯრის პრინცი­პის“ და ეხმიანება ელექტრონული მმართველობის რეფორმის ფარ­თო დღის წესრიგს. სერვისების მიწოდების გამარტივებით, ბიურო­კ­რატიული ბარიერების შემცირებით და გამჭვირვალობის გაძლი­ერებით, my.gov.ge საქართველოს ციფრული მმართველობის სტრა­ტეგიის ცენტრალურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.

ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება პორტალის ფუნ­ქ­ციონალის ხარისხობრივ ანალიზს, მეორეულ წყაროებსა და გა­ერ­ოს ელექტრონული მონაწილეობის ინდექსის ჩარჩოს, რათა შეფას­დეს სამი მიმართულება: ელექტრონული ინფორმაცია­ ელექ­ტრო­ნული კონსულტირება და ელექტრონული გადაწყვეტილების მიღე­ბა. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მიუთითებს, რომ პორ­ტალი ყველაზე ეფექტიანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული დოკუმენტაციის მიღების კუთხით, მათ შორის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აღინიშნება მრავალე­ნო­ვანი ფუნქციონალი და ინკლუზიური მექანიზმები. მიუხედავად ამისა, გამოწვევები კვლავ რჩება. პორტალი უზრუნველყოფს მაღა­ლი დონის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას, თუმცა მო­ქა­ლაქეთა ჩართულობა და გამოყენების ინტენსივობა დაბალ ნიშ­ნულ­ზეა. my.gov.ge-ის წვლილი ელექტრონული გადაწყვეტილების მიღებაში კვლავ არასაკმარისია, ამ მიმართულებით არ არსებული ფუნქციონალიდან გამომდინარე (ინფორმაციის მიწოდებასთან და კონსულტაციასთან შედარებით).

ნაშრომში ხაზგასმულია, რომ my.gov.ge უნდა აღიქმებოდეს არა მხოლოდ როგორც ტექნიკური პლატფორმა, არამედ როგორც დე­მოკრატიული მონაწილეობის ინსტრუმენტი, რომელიც აერთი­ანებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ციფრულ კომუნიკა­ციას. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია პლატფორმის მონაწილეობითი ფუნქციების განვითარება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გაზრდის სტრატეგიების დანერგვა. საბოლოო ჯამში, my.gov.ge წარმოადგენს როგორც წინსვლის, ისე გამოწვევების მაგალითს საქართველოს ელექტრონული მმართველობის ფართო სურათში.


Keywords


ელ-მმართველობა, მოქალაქეთა მონაწი¬ლე¬ობა, ელ-მონაწილეობა, ერთი ფანჯრის პრინციპი, ღია მმარ¬თვე¬ლობა

Full Text:

PDF

References


Chichinadze, S. (2021, თებერვალი 11). საქართველოს საჯარო სექტორის ციფრული გარდაქმნა. თბილისი. Retrieved აგვისტო 24, 2025, from https://www.undp.org/ka/georgia/stories/digital-solutions-transform-georgia%E2%80%99s-public-sector

Gailmard, S. (2014). Accountability and Principal–Agent Theory. In M. Bovens, The Oxford Handbook of Public Accountability (pp. 90-105). Oxford University Press.

Heeks, R. (2006). Implementing and managing eGovernment: An international text. London: SAGE Publications.

International Telecommunication Union. (2022). Digital development country profile: Georgia. International Telecommunication Union.

Janssen, M., Charalabidis, Y., & Zuiderwijk, A. (2012). Benefits, adoption barriers and myths of open data and open government. Information Systems Management, 4(29), 258-268. Retrieved from https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/10580530.2012.716740

National statistics office of Georgia. (2014). Demographic and Social Characteristics. Tbilisi: National statistics office of Georgia.

OECD. (2016). Open Government: The Global Context and the Way Forward. Paris: OECD publishing.

OECD. (2023). Policy issues: OECD. Retrieved from OECD WEB SITE: https://www.oecd.org/en/topics/policy-issues/digital-government.html?utm_source=chatgpt.com

United Nations. (2022). E-Government Survey 2022. New York: United Nations.

United Nations. (2024). UN E-participation survey. United Nations.

Villaplana, R. F., Megías, A., & Sandri, G. (2023). From open government to open parties in Europe. A framework for analysis. Frontiers in Political Science, 1-14.

World Bank. (2020, May 27). Digital services help governments deliver solutions during COVID-19. doi:https://blogs.worldbank.org/governance/digital-services-help-governments-deliver-solutions-during-covid-19

Zimina, A., & Lysa, S. (2020). The mechanism of functioning of the "Single window" in the ports of Ukraine. Commodities and Markets, 34(2).

ბეკურაშვილი, მ. (2022, ოქტომბერი 13). ელექტრონული სა-ჯარო სერვისები საქართველოში. (თ. ჭრიკიშვილი, Interviewer)

გაგნიძე, ნ. (2022, დეკემბერი 22). საქართველოში ელექტრო-ნული სერვისების განვითარების ტენდენციები. (თ. ჭრიკიშვილი, Interviewer)

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი. (n.d.). my.gov.ge. Retrieved from my.gov.ge ვებ-გვერდი: https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10

ტურაშვილი, თ. (2020). ღია მონაცემების სახელმძღვანელო. თბილისი: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

ღია მმართველობა საქართველო. (2020). my.gov.ge.


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)