როგორ აუხსნეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა რუს სოციალ-დემოკრატებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

ისტორიული დოკუმენტი

Abstract


გა­ზეთ „ერ­თო­ბის“ 1918 წლის 14 ივ­ლი­სის სა­რე­დაქ­ციო წე­რი­ლი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მალევე სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის გა­მოც­ხა­დე­ბის შემ­დეგ, ამ­ი­ერ­კავ­კა­სი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის სა­ოლ­ქო კო­მი­ტეტ­მა წე­რი­ლით მი­მარ­თა რსდმპ ცენ­ტრა­ლურ კო­მი­ტეტს.[1] წე­რილს ხელს აწ­ერ­დნენ ამ­ი­ერ­კავ­კა­სი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ოლ­ქო კო­მი­ტე­ტის თავმ­ჯდო­მა­რე ნოე ჟორ­და­ნია და ნა­ცი­ონ­ალ­უ­რი საბ­ჭოს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფრაქ­ცი­ის თავმ­ჯდო­მა­რე ირ­აკ­ლი წე­რე­თე­ლი.

წე­რი­ლი „სა­გან­გე­ბო კა­ცის“ ხე­ლით გა­იგ­ზავ­ნა და მიზ­ნად ის­ახ­ავ­და რსდმპ ცენტრალური კომუტეტის­თვის აეხ­სნა ის მი­ზე­ზე­ბი, რა­მაც აიძ­უ­ლა ამ­ი­ერ­კავ­კა­სი­ის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტია, რე­ალ­ურ­ად კი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი გა­მო­ეც­ხა­დე­ბი­ნათ ჯერ ამ­ი­ერ­კავ­კა­სი­ის, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბა.

[1] წერილი გაიგზავნა 1918 წლის 2 ივნისს. მისი ბეჭდური ვერსია არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში (ф. 5856, оп. 1, д. 669, ფფ. 184-189), დაიბეჭდა წიგნში: Меньшевики в 1918 году. Ответ. редакторы З. Галили, А. Ненароков. Ответ. составитель Д. Павлов. М., 1999. გვ. 512-516


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)