როგორ აუხსნეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა რუს სოციალ-დემოკრატებს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
Abstract
გაზეთ „ერთობის“ 1918 წლის 14 ივლისის სარედაქციო წერილიდან ცნობილი გახდა, რომ მალევე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საოლქო კომიტეტმა წერილით მიმართა რსდმპ ცენტრალურ კომიტეტს.[1] წერილს ხელს აწერდნენ ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატიული საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და ნაციონალური საბჭოს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი.
წერილი „საგანგებო კაცის“ ხელით გაიგზავნა და მიზნად ისახავდა რსდმპ ცენტრალური კომუტეტისთვის აეხსნა ის მიზეზები, რამაც აიძულა ამიერკავკასიის სოციალ-დემოკრატია, რეალურად კი საქართველოში მოქმედი სოციალ-დემოკრატები გამოეცხადებინათ ჯერ ამიერკავკასიის, შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობა.[1] წერილი გაიგზავნა 1918 წლის 2 ივნისს. მისი ბეჭდური ვერსია არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო არქივში (ф. 5856, оп. 1, д. 669, ფფ. 184-189), დაიბეჭდა წიგნში: Меньшевики в 1918 году. Ответ. редакторы З. Галили, А. Ненароков. Ответ. составитель Д. Павлов. М., 1999. გვ. 512-516
Full Text:
PDFRefbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)