ევროინტეგრაციის პროცესი და პოლიტიკური პოლარიზაციის გამოწვევები საქართველოში
Abstract
საქართველოს ევროპული ინტეგრაცია დაკავშირებულია მრავალი სტრუქტურული რეფორმის განხორციელებასთან, რაც გულისხმობს ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებას. აღნიშნულ პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ განვითარებას.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართული პოლიტიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია უკიდურესი პოლარიზაცია და მუდმივი მტრის ხატის ძიება, რაც განპირობებულია სამართლებრივი და მორალურ-ზნეობრივი აზროვნების კულტურის ნაკლებობითა და ვიწრო პარტიული, ან კლანური ინტერესებით. აღნიშნული პროცესი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას და ჯანსაღი საზოგადოების განვითარებას. მოცემულ ვითარებაში პოლიტიკური ველზე არ რჩება შესაძლებლობა ზომიერი, რაციონალური დისკურსისა. პიროვნებები, რომლებიც არცერთ რადიკალურ ჯგუფს არ მიაკუთვნებენ თავს, ფაქტობრივად, უგულვებელყოფილნი არიან რეალური პოლიტიკური პროცესიდან, რაც მათ გაუცხოებასა და აპათიას იწვევს.
სოციალური კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრა, დიალოგი და კონსესუსი დემოკრატიული, პლურალისტური საზოგადოების არსებობის არსებითი ნაწილია. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველო გამოვიდეს პოლარიზაციის ჩაკეტილი, მანკიერი წრიდან, რომელმაც რამდენიმე ათეული წელია სახელმწიფოს სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. პოლარიზაციის დასაძლევად, გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს როგორც პოლიტიკოსებმა, ისე საზოგადოების წევრებმა გააცნობიერონ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღება, უპირველეს ყოვლისა ეროვნული ინტერესების დაყენება და საერთო მიზნის გარშემო გონივრული და ერთობლივი ძალისხმევა არის სახელმწიფოს განვითარების წინაპირობა.
Keywords
Full Text:
PDFReferences
Comission, T. E. (2022, სექტემბერი 20). The Twelve Priorities. Retrieved სექტემბერი 11, 2024, from https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/twelve-priorities_en?s=221
Commission, E. (2022, jun 17). Commission Opinion on Georgia's application for membership of the European Union. Brussels. Retrieved March 23, 2024, from https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=CELEX:52022DC0405
EEAS. (2020, ოქტომბერი 29). ევროკავშირი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. Retrieved მარტი 22, 2024, from https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-2020-%E
EEAS. (2021). ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გამოსვლა 2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გამართულ კონფერენციაზე „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გავლენა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებზე. Retrieved აპრილი 3, 2024, from https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A-%E1%83%B0%E1%83%
Europe, C. O. (2023). Progress of the Assembly’s monitoring procedure. Retrieved march 4, 2024, from https://rm.coe.int/progress-of-the-assembly-s-monitoring-procedure-january-december-2023-/1680adae8a
NDI. (2023, დეკემბერი 11). Retrieved სექტემბერი 2, 2024, from https://www.ndi.org/georgia-polls
Wiebler, P. (n.d.). It’s Time for Georgia to Move Past Political Polarization and Deliver A Bold Vision for Economic Development. Retrieved march 23, 2024, from https://www.usaid.gov/georgia/news/its-time-georgia-move-past-political-polarization-and-deliver-bold-vision-economic-development
ანთაძე, ი. (2011, ოქტომბერი 21). ინტერვიუ ბიძინა ივანიშ¬ვილთან - შუა უნდა გაიკრიფოს. Retrieved სექტემბერი 2, 2024, from https://for.ge/view/6950/interviu-biZina-ivaniSvilTan---Sua-unda-gaikrifos.html
გეგეშიძე, ა., & ვაალი, თ. დ. (n.d.). "დაყოფილი საქართველო: პოლარიზაციის მძევალი". Retrieved აპრილი 1, 2024, from https://mikeladzefoundation.org/uploads/files/2021-12/1639668223_dayofili-saqarthvelo_polarizaciis-mdzevali-1.pdf
გელაშვილი, თ. (2021). ულტრამემარჯვენე მოძრაობა საქარ¬თველოში და არჩევნების შემდგომი კრიზისი. საქართველოს პოლი¬ტი¬კური კრიზისი: პოლარიზაციის აქტორები და ინსტრუმენტები, pp. 4-9. Retrieved სექტემბერი 13, 2024, from https://ge.boell.org/sites/default/files/2021-12/CAD123_georgian.pdf
გოგუა, გ. (2019, მაისი 20). პოლიტიკური პოლარიზაცია და საქართველო. Retrieved სექტემბერი 11, 2024, from https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E
კუნჭულია, ლ. (2017, აპრილი 19). ევროკავშირი და ნატო საქართველოს კონსტიტუციაში. Retrieved აგვისტო 29, 2024, from https://www.radiotavisupleba.ge/a/natosken-stsrafva-da-konstitutsia/28438951.html
მაისტერი, შ. (2021, სექტემბერი). კავკასიის ანალიტიკური დაიჯესტი No 123. Retrieved მარტი 28, 2024, from https://ge.boell.org/sites/default/files/2021-12/CAD123_georgian.pdf
რადიოთავისუფლება. (2021, სექტემბერი 2). "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი მოაწერა "მიშელის შეთანხმებას". რადიოთავი¬სუფლება. Retrieved მარტი 1, 2024, from https://www.radiotavisupleba.ge/a/31439900.html
სილაგაძე, გ. (2023, თებერვალი 14). საზოგადოებაში ნაკლებად არის არეკლილი ის პოლარიზაცია, რაც გვაქვს პოლიტიკურ ელიტაში". Retrieved from https://www.radiotavisupleba.ge/a/32270495.html
ფორმულა. (2021, 12 დეკემბერი). სტივენ ჯონსი: პოლარიზაცია ხალხში არ არის, ეს პარტიების პრობლემაა. ფორმულა. Retrieved აპრილი 1, 2024, from https://formulanews.ge/News/61602
ქუტიძე, დ. (2024, ივლისი 29). მწვავე პოლარიზაცია-არადემოკრატიული ხელისუფლების საყრდენი. Retrieved სექტემბერი 18, 2024, from https://www.gnomonwise.org/ge/publications/analytics/209
ჩიქოვანი, ნ. (2023, ოქტომბერი 11). სათქმელი. Retrieved სექტემბერი 14, 2024, from https://socialjustice.org.ge/ka/products/satkmeli-nino-chikovani
ჩხეტიანი, ლ. (2022, ოქტომბერი 19). პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში: რას ვგულისხმობთ სინამდვილეში? Retrieved მარტი 15, 2024, from https://socialjustice.org.ge/ka/products/politikuri-polarizatsia-sakartveloshi-ras-vguliskhmobt-sinamdvileshi
ცქიტიშვილი, ა. (2016, აგვისტო 23). პოლიტიკური პოლარიზაცია და მისი შედეგები საქართველოში. თბილისი. Retrieved მარტი 25, 2024, from http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=18858〈=geo
ხმა, ა. (2020, ნოემბერი 2). ბოიკოტი 2020: ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამერიკის ხმა. Retrieved მარტი 15, 2024, from https://www.amerikiskhma.com/a/georgia-opposition-calls-for-protests/5645409.html
ხუბუა, გ. (2015). სამართლის თეორია.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)