Politics / პოლიტიკა https://psage.tsu.ge/index.php/Politics
სამეცნიერო სტატიები და პუბლიკაციები.

Politics/პოლიტიკა © 2017 by Ivane Javakhishvili Tbilisi State University is licensed under CC BY 4.0

https://keas.uodiyala.edu.iq/

https://www.franglobal.com/about-us

https://www.bridge.ff.ukf.sk/

https://ejournal.unia.ac.id/

https://ejournals.vdu.lt/

https://journals.sust.edu/

https://jurnal.apmd.ac.id/

https://ojs.unimal.ac.id/

https://journal.iberamia.org/

https://mbkm.ilearn.unand.ac.id/

https://journal.muhas.ac.tz/

https://english.usal.es/

https://universum.utalca.cl/

https://celscitech.umri.ac.id/

https://sljoas.uwu.ac.lk/

https://ojs.unimal.ac.id/

https://www.spb.gba.gov.ar/campus/

https://random.polindra.ac.id/

https://revistas.uautonoma.cl/

https://journals.sust.edu/

https://revistas.udec.cl/

https://libros.cimsur.unam.mx/

Department of Political Sciences en-US Politics / პოლიტიკა 2449-2825

Authors preserve copyright and gives the journal right of first publication, that allows others to share the work with an acknowledgement of the work’s authorship and initial publication in this journal.

Authors can enter into separate, additional arrangements for the distribution of the journal’s published version of the work, with an acknowledgement of its initial publication in this journal.

Authors can post their work online  prior to and during the submission process, as well as earlier and greater citation of published work.

ილია ჭავავაძის სახე-ხატის ფორმირება ქართველი სოციალ-დემოკრატების გამოცემაში „კვალი“ https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/505
ნაშრომი მიზნად ისახავს ილია ჭავჭავაძის სახე-ხატის ფორ­მი­რების შესწავლას ქართველ სოციალ-დემოკრატთა გამოცემაში „კვა­ლი“ 1893-1904 წლებში (გაზეთი სოციალ-დემოკრატებთან ასო­ცირ­დებოდა 1894 წლიდან). კვლევამ აჩვენა, რომ სოციალ-დემოკრა­ტებ­თან იდეოლოგიური დაპირისპირების კვალდაკვალ ილიას იერ­­სახე მკვეთრად შეიცვალა დროთა განმავლობაში. 1893-1897 წლებ­ში, ილია წარსულის სიმბოლოდ წარმოისახა, რომელმაც საკუ­თარი შემოქმედებითი ენერგია უკვე ამოწურა და აწმყო დროში ეჭ­ვ­ქვეშ დადგა მისი, როგორც ერის მეთაურის სტატუსი. თუმცა, 1899 წლი­დან გაზეთის სამსჯელო ენა მეტად კრიტიკული გახდა, დუ­ალისტური ხატი გამთლიანდა და ილიას ჩამოშორდა ის მახასი­ათებ­ლები, რომელიც მას ერის მეთაურად აქცევდა არა მხოლოდ აწ-მყოში, არამედ წარსულ დროშიც.

სტატია დაიწერა კვლევითი პროექტის „ილია ჭავჭავაძე უპირობო გმირი იდენტობის წინააღმდეგობრივ დისკურსებში“ ფარგლებში, რო­მე­ლიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR-24 -10670).
Ketevan Epadze Copyright (c) 2026 Ketevan Epadze 2026-02-17 2026-02-17 აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/506
ნაშრომში განხილულია თუ როგორ არის წარმოდგენილი აფხ­­აზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში, რაც სი­­ახლეს წარმოადგენს. საკითხი აქტუალურია იმის გათვალისწინე­ბით, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე თანამედროვე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ისტორიის გადაწერას, რისი შე­მადგენელიც არის „აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოცი­ალის­ტური რესპუბლიკის“ საკითხი. საკუთარი პოზიციის გასამყა­რებ­ლად კი ხშირად გამოიყენება ისტორიული მითები საკითხის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა, 2019 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეუ­ერ­თდა რუსეთის იმპერიას და „არავითარი საქართველო არ არსე­ბობ­და“. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართვე­ლოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. აფხაზების მტკიცება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა მათ საბჭოთა პერი­ოდში წაართვეს ნასაზრდოებია იმ პერიოდში შექმნილი ისტორიის სახელმძღვანელოებითაც. როგორც კვლევა აჩვენებს, საბჭოთა პერი­ოდ­ის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ამასთან და­კავ­შირებით მოცემული ინფორმაცია არასრული, არაზუსტი და მწი­რია; მოცემული ფრაგმენტული მონაცემები აფხაზეთის სტატუ­სის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს იწვევს, რისი ახსნაც არაა წარმოდგენილი. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ იმ პერიოდისთვის აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი გადა­წყ­ვე­ტილად ითვლებოდა და პრობლემას ვერ ხედავდნენ. პოსტსაბ­ჭოთა საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხმა მეტი აქტუ­ალო­ბა შეიძინა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ეს კი აისახა აღნიშნული პერიოდის ისტორიის სასკოლო სახელმძღვა­ნე­ლოებში.

განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, დამოუკიდებელ სა­ქარ­თველოში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებში მეტი ინფორ­მა­ცია წარმოდგენილი ბოლშევიკების მიერ აფხაზეთის საბჭოთა სო­ცი­ალისტური რესპუბლიკის შექმნის და შემდეგ მისთვის ავტონო­მიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ხაზგასმულია საბჭოთა ხელისუფლების მიზნები და ამ „ადმინისტრაციული ექს­პე­რიმენტის“ შედეგები.
Tamar Orjonikidze Copyright (c) 2026 Tamar Orjonikidze 2026-02-17 2026-02-17 დემოკრატიის გამოწვევები ჰიბრიდული ომის ეპოქაში: რუსეთის რბილი ძალს და დეზინფორმაციული სტრატეგიები საფრანგეთში https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/507
ნაშრომი იკვლევს რუსეთის ჰიბრიდული ზემოქმედების სტრა­­ტეგიებს საფრანგეთის რესპუბლიკაში, სადაც კრემლი დემოკ­რატიული სტაბილურობის დასუსტების მიზნით იყენებს რბილი ძალის, დეზინფორმაციისა და ციფრული მანიპულაციის მრავალ­მხრივ მექანიზმებს. ანალიზი ეფუძნება პოლიტიკურ, მედია და ტექ­­ნოლოგიურ ასპექტებს და ავლენს, თუ როგორ ხდება პრორუ­სულ პარტიებთან („ეროვნული ერთობა“) თანამშრომლობა, RT-ის და Sputnik-ის გავლენა, ალტერნატიული მედიაპლატფორმების გა­მოყენება, „მედია კლონების“ ქსელის შექმნა და ხელოვნური ინტე­ლექტით გენერირებული დეზინფორმაციის გავრცელება.

აღნიშნული სტრატეგიები ხელს უწყობს პოლიტიკური პოლა­რი­ზაციის გაღრმავებას, საზოგადოებრივი ნდობის შესუსტებას და ევროკავშირის ერთიანობის რღვევას. საფრანგეთის ინსტიტუციური პასუხი, სანქციები, ციფრული მონიტორინგი და მედიის რეგუ­ლა­ცია, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ჯერ კიდევ არა­საკ­მარისია.

დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება ჰიბრიდული ომ­ის პირობებში მოითხოვს მრავალსაფეხურიან, ინტეგრირებულ მიდ­­გო­მას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ, სამართლებრივ, სა­განმანათლებლო და საერთაშორისო კოორდინირებულ ზომებს. მხოლოდ ასეთმა სტრატეგიებმა შეიძლება შეამციროს პრორუსული ზემოქმედების გავლენა, პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლი­ერდეს საფრანგეთისა და ევროკავშირის დემოკრატიული ინსტი­ტუ­ტების ეფექტურობა.
Eka Darbaidze Copyright (c) 2026 Eka Darbaidze 2026-02-17 2026-02-17 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდექსის შემუშავებისა და ქმედუნარიანობის საკითხები https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/508
არჩევნების კეთილსინდისიერად და სამართლიანად ჩატა­რე­ბა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და ხელისუფ­ლე­ბის ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი პირობაა. მიიჩნევა, რომ წი­ნასაარჩევნო ეთიკის კოდექსები წარმოადგენს ინსტრუმენტს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სამართლიან კონკურენციას, პოლიტიკურ სუ­ბი­ექტებს შორის დიალოგს, კონფლიქტური ვითარებების განმუხ­ტვა­სა და საარჩევნო კამპანიის მაღალი ეთიკური სტანდარტებით წარ­მართვას.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარ­ტი­­ები გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნებაყოფ­ლო­ბით და ურთიერთშეთანხმებით მიღებულ დოკუმენტს, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარდამავალი დე­მოკ­რატიის მქონე ქვეყნებში, სადაც გარემო მკვეთრად პოლარიზებული და დაძაბულია.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში 2024 წლის საპარ­ლა­მენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდ­ექ­სის შემუშავებისა და ქმედუნარიანობის საკითხის შესწავლას. კვლე­­ვაში გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, დოკუ­მენ­ტების ანალიზი და სიღრმისეული ინტერვიუები.

შედეგები აჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმართვისას პო­ლიტიკური სუბიექტები უგულვებელყოფენ ეთიკურ სტან­დარ­ტებს. ქართულ რეალობაში ქცევის კოდექსი წარმოადგენს ქმედუ­უნა­რო დოკუმენტს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ფორმალუ­რად აწერენ ხელს და პრაქტიკაში მისი რეალიზება არ ხდება. ყო­ველივე ეს განპირობებულია პოლიტიკური ნების არარებობითა და პოლიტიკური კულტურის დაბალი დონით.
Natia Zedginidze Copyright (c) 2026 Natia Zedginidze 2026-02-17 2026-02-17