https://psage.tsu.ge/index.php/Politics/issue/feed
Politics / პოლიტიკა
2026-02-17T14:55:34+04:00
Malkhaz Matsaberidze
mbmatsaberidze@yahoo.com
Open Journal Systems

სამეცნიერო სტატიები და პუბლიკაციები.

Politics/პოლიტიკა © 2017 by Ivane Javakhishvili Tbilisi State University is licensed under CC BY 4.0

https://keas.uodiyala.edu.iq/

https://www.franglobal.com/about-us

https://www.bridge.ff.ukf.sk/

https://ejournal.unia.ac.id/

https://ejournals.vdu.lt/

https://journals.sust.edu/

https://jurnal.apmd.ac.id/

https://ojs.unimal.ac.id/

https://journal.iberamia.org/

https://mbkm.ilearn.unand.ac.id/

https://journal.muhas.ac.tz/

https://english.usal.es/

https://universum.utalca.cl/

https://celscitech.umri.ac.id/

https://sljoas.uwu.ac.lk/

https://ojs.unimal.ac.id/

https://www.spb.gba.gov.ar/campus/

https://random.polindra.ac.id/

https://revistas.uautonoma.cl/

https://journals.sust.edu/

https://revistas.udec.cl/

https://libros.cimsur.unam.mx/

https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/505
ილია ჭავავაძის სახე-ხატის ფორმირება ქართველი სოციალ-დემოკრატების გამოცემაში „კვალი“
2026-02-17T14:55:09+04:00
Ketevan Epadze
lado.napetvaridze@gmail.com

ნაშრომი მიზნად ისახავს ილია ჭავჭავაძის სახე-ხატის ფორმირების შესწავლას ქართველ სოციალ-დემოკრატთა გამოცემაში „კვალი“ 1893-1904 წლებში (გაზეთი სოციალ-დემოკრატებთან ასოცირდებოდა 1894 წლიდან). კვლევამ აჩვენა, რომ სოციალ-დემოკრატებთან იდეოლოგიური დაპირისპირების კვალდაკვალ ილიას იერსახე მკვეთრად შეიცვალა დროთა განმავლობაში. 1893-1897 წლებში, ილია წარსულის სიმბოლოდ წარმოისახა, რომელმაც საკუთარი შემოქმედებითი ენერგია უკვე ამოწურა და აწმყო დროში ეჭვქვეშ დადგა მისი, როგორც ერის მეთაურის სტატუსი. თუმცა, 1899 წლიდან გაზეთის სამსჯელო ენა მეტად კრიტიკული გახდა, დუალისტური ხატი გამთლიანდა და ილიას ჩამოშორდა ის მახასიათებლები, რომელიც მას ერის მეთაურად აქცევდა არა მხოლოდ აწ-მყოში, არამედ წარსულ დროშიც.

სტატია დაიწერა კვლევითი პროექტის „ილია ჭავჭავაძე უპირობო გმირი იდენტობის წინააღმდეგობრივ დისკურსებში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (FR-24 -10670).

2026-02-17T14:50:17+04:00
Copyright (c) 2026 Ketevan Epadze
https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/506
აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში
2026-02-17T14:55:09+04:00
Tamar Orjonikidze
lado.napetvaridze@gmail.com

ნაშრომში განხილულია თუ როგორ არის წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში, რაც სიახლეს წარმოადგენს. საკითხი აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე თანამედროვე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ისტორიის გადაწერას, რისი შემადგენელიც არის „აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ საკითხი. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი ხშირად გამოიყენება ისტორიული მითები საკითხის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა, 2019 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეუერთდა რუსეთის იმპერიას და „არავითარი საქართველო არ არსებობდა“. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. აფხაზების მტკიცება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა მათ საბჭოთა პერიოდში წაართვეს ნასაზრდოებია იმ პერიოდში შექმნილი ისტორიის სახელმძღვანელოებითაც. როგორც კვლევა აჩვენებს, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ამასთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია არასრული, არაზუსტი და მწირია; მოცემული ფრაგმენტული მონაცემები აფხაზეთის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს იწვევს, რისი ახსნაც არაა წარმოდგენილი. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ იმ პერიოდისთვის აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი გადაწყვეტილად ითვლებოდა და პრობლემას ვერ ხედავდნენ. პოსტსაბჭოთა საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ეს კი აისახა აღნიშნული პერიოდის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, დამოუკიდებელ საქართველოში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებში მეტი ინფორმაცია წარმოდგენილი ბოლშევიკების მიერ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის და შემდეგ მისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ხაზგასმულია საბჭოთა ხელისუფლების მიზნები და ამ „ადმინისტრაციული ექსპერიმენტის“ შედეგები.

2026-02-17T14:50:18+04:00
Copyright (c) 2026 Tamar Orjonikidze
https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/507
დემოკრატიის გამოწვევები ჰიბრიდული ომის ეპოქაში: რუსეთის რბილი ძალს და დეზინფორმაციული სტრატეგიები საფრანგეთში
2026-02-17T14:55:09+04:00
Eka Darbaidze
lado.napetvaridze@gmail.com

ნაშრომი იკვლევს რუსეთის ჰიბრიდული ზემოქმედების სტრატეგიებს საფრანგეთის რესპუბლიკაში, სადაც კრემლი დემოკრატიული სტაბილურობის დასუსტების მიზნით იყენებს რბილი ძალის, დეზინფორმაციისა და ციფრული მანიპულაციის მრავალმხრივ მექანიზმებს. ანალიზი ეფუძნება პოლიტიკურ, მედია და ტექნოლოგიურ ასპექტებს და ავლენს, თუ როგორ ხდება პრორუსულ პარტიებთან („ეროვნული ერთობა“) თანამშრომლობა, RT-ის და Sputnik-ის გავლენა, ალტერნატიული მედიაპლატფორმების გამოყენება, „მედია კლონების“ ქსელის შექმნა და ხელოვნური ინტელექტით გენერირებული დეზინფორმაციის გავრცელება.

აღნიშნული სტრატეგიები ხელს უწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, საზოგადოებრივი ნდობის შესუსტებას და ევროკავშირის ერთიანობის რღვევას. საფრანგეთის ინსტიტუციური პასუხი, სანქციები, ციფრული მონიტორინგი და მედიის რეგულაცია, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ჯერ კიდევ არასაკმარისია.

დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება ჰიბრიდული ომის პირობებში მოითხოვს მრავალსაფეხურიან, ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ, სამართლებრივ, საგანმანათლებლო და საერთაშორისო კოორდინირებულ ზომებს. მხოლოდ ასეთმა სტრატეგიებმა შეიძლება შეამციროს პრორუსული ზემოქმედების გავლენა, პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს საფრანგეთისა და ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობა.

2026-02-17T14:50:18+04:00
Copyright (c) 2026 Eka Darbaidze
https://psage.tsu.ge/index.php/Politics/article/view/508
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდექსის შემუშავებისა და ქმედუნარიანობის საკითხები
2026-02-17T14:55:34+04:00
Natia Zedginidze
lado.napetvaridze@gmail.com

არჩევნების კეთილსინდისიერად და სამართლიანად ჩატარება სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი პირობაა. მიიჩნევა, რომ წინასაარჩევნო ეთიკის კოდექსები წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს სამართლიან კონკურენციას, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგს, კონფლიქტური ვითარებების განმუხტვასა და საარჩევნო კამპანიის მაღალი ეთიკური სტანდარტებით წარმართვას.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიები გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნებაყოფლობით და ურთიერთშეთანხმებით მიღებულ დოკუმენტს, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, სადაც გარემო მკვეთრად პოლარიზებული და დაძაბულია.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიათა ქცევის კოდექსის შემუშავებისა და ქმედუნარიანობის საკითხის შესწავლას. კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, დოკუმენტების ანალიზი და სიღრმისეული ინტერვიუები.

შედეგები აჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიის წარმართვისას პოლიტიკური სუბიექტები უგულვებელყოფენ ეთიკურ სტანდარტებს. ქართულ რეალობაში ქცევის კოდექსი წარმოადგენს ქმედუუნარო დოკუმენტს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ფორმალურად აწერენ ხელს და პრაქტიკაში მისი რეალიზება არ ხდება. ყოველივე ეს განპირობებულია პოლიტიკური ნების არარებობითა და პოლიტიკური კულტურის დაბალი დონით.

2026-02-17T00:00:00+04:00
Copyright (c) 2026 Natia Zedginidze