აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცია და გეოპოლიტიკური იდენტობები საქართველოში 2019-2024 წლებში: არჩევნები, პარტიული ლოიალობა და ქუჩის მობილიზაცია

Mariam Saralidze

Abstract


ბოლო წლების მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სა­ქართველოში ანტირუსული და პროევროპული პოლიტიკური გან­წყ­ობები ფუნქციონირებს არა მხოლოდ საგარეო ორიენტაციის გან­მსაზღვრელად, არამედ როგორც აფექტურად დამუხტული გეოპო­ლი­ტიკური იდენტობები, რომლებიც კრიზისულ მომენტებში კო­ლექტიური მოქმედების მდგრად რესურსად გარდაიქმნება. საქარ­თვე­ლოს მსგავს ქვეყანაში, სადაც დემოკრატიზაციის პროცესი კვლავ კონსოლიდაციის ფაზაშია, ქუჩის პროტესტი ხშირად ფორ­მირ­დება როგორც ძალაუფლებასთან დაპირისპირების მთავარი ინსტრუმენტი და პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი ფაქტორი (Tilly & Tarrow, 2007; della Porta, 2013).

საზოგადოებაში მკაფიოდ იკვეთება ორი გეოპოლიტიკური ვექტორი - ევროპული და რუსული, რომლებიც მორალურად და­მუხტულ იდენტობებად არის ქცეული. ევროპულობა ასოცირდება დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასა და მო­მავალთან, მაშინ როცა რუსული კოდი უკავშირდება ოკუპაციას, ავტორიტარიზმს, საფრთხესა და მძიმე წარსულს. ამგვარი აღქმები ქმნის „ჩვენ“ და „ისინი“ ტიპის დაყოფას, სადაც პოლიტიკური მი­კუთვნებულობა გადადის გეოპოლიტიკური მორალური შეფასების ჭრილში. აღნიშნული მიმართების ანალიზისთვის გამოყენებულია ჯენიფერ მაკკოისა და მურატ სომერის მიდგომები, რომლებიც ყუ­რადღებას ამახვილებენ იმ შემთხვევებზე, როდესაც საზოგადოებ­რივი პოლარიზაცია ფორმირდება სახელმწიფოს განვითარებისათ­ვის გადამწყვეტი განხეთქილების ირგვლივ (Murat Somer, Jennifer L. McCoy, 2019).

ნაშრომი აერთიანებს აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცი­ის, გეოპოლიტიკური იდენტობის ფორმირებისა და წინააღმდეგობ­რივი პოლიტიკის თეორიულ პერსპექტივებს, რათა აჩვენოს, თუ რო­გორ იქცევა სიმბოლური საერთაშორისო ორიენტაცია შიდა პო­ლი­ტიკური ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორად. კვლევა ეყრდნობა დის­კურსულ ანალიზს და მოიცავს 2019-2024 წლებში წინასაარჩევ­ნო კამპანიების ძირითად აქცენტებს, მასობრივი მანიფესტაციების სლოგანებს, საჯარო განცხადებებსა და კვლევითი ორგანიზაციების გამოქვეყნებული მასალების ანალიზს.

შესწავლის პროცესმა აჩვენა, რომ პარტიული ლოიალობა და ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვნად განისაზღვრება ერთი საერთო ფაქტორით - საზოგადოების აღქმით, მიჰყავს თუ არა ხელისუფლე­ბისა და პოლიტიკური ძალების ქმედებებს ქვეყანა ევროპისკენ თუ რუ­სეთისკენ. ამასთან, პოლიტიკური აქტორები საკუთარი და მო­წი­ნა­აღ­მდეგე ძალების რეპრეზენტაციისას აქტიურად ახდენენ მათ პროევროპულ და პრორუსულ ბანაკებთან ასოცირებას.ამ პირობებ­ში პოლიტიკური მოწინააღმდეგე აღიქმება არა მხოლოდ განსხვავე­ბუ­ლი შეხედულების მქონე აქტორად, არამედ ცივილიზაციური არჩევანის საპირისპირო მხარედ, რაც ზრდის ბრაზს, შიშს, მორა­ლურ ვალდებულებასა და კოლექტიური მოქმედების საჭიროებას.


Keywords


პოლიტიკური პოლარიზაცია, გეოპოლიტიკური იდენტობები, პარტიული ლოიალობა, ქუჩის მობილიზაცია.

Full Text:

PDF

References


GeoCase. (2020). საპარლამენტო არჩევნების მიმოხილვა (ნაწილი 1).https://www.geocase.ge/ka/publications/235/saparlamento-archevnebis-mimokhilva-natsili-1

სამხარაძე, ნ. (2022). პოლიტიკის მემორანდუმი #60. Retrieved December 9, 2024, from https://gip.ge/wp-content/uploads/2022/10/პოლიტიკის-მემორანდუმი-60.pdf

Civil.ge. (2023). Photostory | Protests at the Parliament against “Foreign Agent” Law. https://civil.ge/archives/528879?utm_source=chatgpt.com

OSCE/ODIHR. (2024). Retrieved January 16, 2025, from https://www.osce.org/odihr/elections/584050

European Commission. (2022). Retrieved January 16, 2025, from https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/qanda_22_3800

McCoy, J. L., & Somer, M. (2019). Toward a theory of pernicious polarization and how it harms democracies: Comparative evidence and possible remedies. Retrieved from https://www.researchgate.net/publication/328538486_Toward_a_Theory_of_Pernicious_Polarization_and_How_It_Harms_Democracies_Comparative_Evidence_and_Possible_Remedies_Forthcoming_in_a_Special_Issue_of_the_Annals_of_the_American_Academy_of_Political_and

McCoy, J. L. (n.d.). Polarization harms democracy and society. Retrieved December 10, 2024, from https://www.icip.cat/perlapau/en/article/polarization-harms-democracy-and-society/

Somer, M., & McCoy, J. L. (2019). Transformations through polarizations and global threats to democracy. Retrieved December 10, 2024, from https://www.researchgate.net/publication/328538491_Transformations_through_Polarizations_and_Global_Threats_to_Democracy_Forthcoming_in_a_Special_Issue_of_the_Annals_of_the_American_Academy_of_Political_and_Social_Sciences_guest_editors_Jennifer_McCoy

Rossteutscher, S., & Lars-Christopher, S. (2024). Party-system polarization and individual perceptions of party differences: Two divergent effects on turnout.

Rustow, D. A. (1970). Transitions to democracy: Toward a dynamic model. In Comparative Politics (pp. 337–363).

Diani, M. (1997). Social movements and social capital: A network perspective on movement outcomes and mobilization.International Journal.

Tilly, C., & Tarrow, S. (2015). Contentious politics (2nd ed.). Oxford University Press.

Jasper, J. (1998). The emotions of protest. Sociological Forum.

Jasper, J. M. (2014). Protest: A cultural introduction to social movements. University of Chicago Press.

Iyengar, S., Sood, G., & Lelkes, Y. (2012). Affect, not ideology: A social identity perspective on polarization. Public Opinion Quarterly, 76(3), 405–431.

Mitzen, J. (2006). Ontological security in world politics: State identity and the security dilemma. European Journal of International Relations, 12(3), 341–370.

Tajfel, H., & Turner, J. C. (1979). An integrative theory of intergroup conflict. In W. G. Austin & S. Worchel (Eds.), The social psychology of intergroup relations (pp. 33–47).

Wendt, A. (1992). Anarchy is what states make of it: The social construction of power politics. International Organization, 46(2), 391–425.

Risse, T. (2010). A community of Europeans? Transnational identities and public spheres. Cornell University Press.

Al Jazeera. (2023). ‘No to the Russian law’: Georgians protest ‘foreign agents’ bill. https://www.aljazeera.com/news/2023/3/9/no-to-the-russian-law-georgians-protest-foreign-agents-law?utm_source=chatgpt.com

გამოყენებული განცხადებები და მედია მასალები:

სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტი: https: //tabula.ge/ge/topic/124948 ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ.)

რა მოხდა 20 ივნისს თბილისში: https://on.ge/story/39595-რა-მოხდა-20-ივნისს-თბილისში-მოკლედ#slide-39595-1 (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა: https://netgazeti.ge/news/373933/ ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნუ-ლოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში: https://1tv.ge/news/bidzina-ivanishvili-2020-wlis-saparlamento-archevnebi-chatardes-proporciuli-sistemit-nulovani-saarchevno-bariebis-pirobebshi/ (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ოფიციალური ღონისძიება https://www.imedi.ge/ge/video/164488/qartuli-otsnebis-saarchevno-kampaniis-gakhsnis-opitsialuri-gonisdzieba#!?from=1721088000&page=1&to=1721088000 (ბოლოჯერ ნანა¬ხია 25 მაისი 2026 წ. )

„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს განცხადება: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/2024-წლის-საპარლამენტო-არჩევნები-არის-ერთგვარი-რეფერენდუმი-სადაც-ქართველმა-ხალხმ/1070769814413816 ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“. https://1tv.ge/news/bidzina-ivanishvili-mkholod-mshvidobit-ghirsebit-da-ketildgheobit-evropisken-es-aris-ertaderti-ualternativo-archevani-romelsac-qartvel-amomrchevels-qartuli-ocneba-stavazobs/ (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

ნიკა გვარამია: „ამ ქვეყანაში ომი არ იქნება არასდროს“: https://www.interpressnews.ge/ka/article/813123-nika-gvaramia-tbilisi-ikneba-evropis-dedakalaki-carmatebuli-gagimebuli-da-bednieri-xalxis-kalaki-am- kveqanashi-ar-ikneba-omi-arasdros-es-kveqana-qoveltvis-ibrzolebs-evropistvis ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ნამდვილი მშვიდობით; ნამდვილი ღირსებით; ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ“: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/967353855409207/(ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას, ქვეყანაში იქნება მშვიდობა“: https://www.radiotavisupleba.ge/a/რით-აწონებს-თავს-ამომრჩეველს-გახარია-საქართველოსთვის-/33161174.html ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

გიორგი ვაშაძე - არა ბოდიშს და კი ღირსებას! - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და არა იზოლაციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოაქვს: https://www.interpressnews.ge/ka/article/813872-giorgi-vashaze-ara-bodishs-da-ki-girsebas-teritoriuli-mtlianobis-agdgena-evrokavshirshi-gacevrianebaze-gadis-da-ara-izolaciaze-romelic-kartul-ocnebas-moakvs ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

ლევან ცუცქირიძე - „ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვი-დობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზო-ლი¬რებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით: https://www.interpressnews.ge/ka/article/816425-levan-cuckirize-kartuli-ocneba-bevrs-saubrobs-mshvidobaze-magram-mshvidoba-verasdros-gvekneba-tuki-susti-izolirebuli-da-megobrebis-gareshe-viknebit (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

გიორგი ვაშაძე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და არა იზოლაციაზე, რომელიც „ ოცნებას“ მოაქვს: https://www.interpressnews.ge/ka/article/813872-giorgi-vashaze-ara-bodishs-da-ki-girsebas-teritoriuli-mtlianobis-agdgena-evrokavshirshi-gacevrianebaze-gadis-da-ara-izolaciaze-romelic-kartul-ocnebas-moakvs ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

ნიკა გვარამია - ჩვენი გზა არის ერთადერთი მიმართულებით და ეს არის ევროკავშირისკენ, https://www.interpressnews.ge/ka/article/817539-nika-gvaramia-chveni-gza-aris-ertaderti-mimartulebit-da-es-aris-evrokavshirisken-shansi-ar-aris-tavisi-nebis-sacinaagmdegod-moqvanili-adamianebi-moerion-atasobit-adamians-romelic-tavisit-chamovida ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ.)

„ერთიანობა - ენმ“ საარჩევნო პროგრამა https://www.interpressnews.ge/ka/article/814751-ertianoba-nacionaluri-mozraobis-saarchevno-programa/ (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ.)

მამუკა ხაზარაძე - ორ დღეში გვაქვს უნიკალური მომენტი, დავამარცხოთ ნიჰილიზმი, რუსული პოლიტიკა: https://www.interpressnews.ge/ka/article/817732-mamuka-xazaraze-or-dgeshi-gvakvs-unikaluri-momenti-davamarcxot-nihilizmi-rusuli-politika-ertad-chavabarot-istoriuli-gamocda (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

სააკაშვილი ოცნებაზე: თუ ისინი დარჩნენ, ქართველებს უკრაინასთან საომრად წაიყვანენ“ : http://tbl.ge/6uxj (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მოაქვს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, ჩვენ მოგვაქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან და ევროკავშირის პასპორტი: https://www.interpressnews.ge/ka/article/814987-giorgi-vashaze-kartul-ocnebas-moakvs-uvizo-mimosvlis-shecqveta-evrokavshirtan-chven-mogvakvs-uvizo-mimosvla-amerikastan-da-evrokavshiris-pasporti (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველო“ წინა-საარჩევნო პროგრამა 2024: https://www.imedi.ge/video/171425 (ბოლო-ჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ქართული ოცნება“ - პოლიტსაბჭოს განცხადება: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/2024-წლის-საპარლამენტო-არჩევნები-არის-ერთგვარი-რეფერენდუმი-სადაც-ქართველმა-ხალხმ/1070769814413816/. (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

ბიძინა ივანიშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ https://www.interpressnews.ge/ka/article/809692-bizina-ivanishvili-26-oktombris-archevnebi-unda-ikces-niurnbergis-procesad-nacionaluri-mozraobistvis-sadac-kartveli-xalxis-sakonstitucio-umravlesoba-usamshoblo-politikosebis-am-ertianobas-satanado-ganachens-gamoutans (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ბანერები: https://www.facebook.com/reel/1731937157609113 (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

კოალიცია „ძლიერი საქართველო“- საარჩვნო გეგმის პრეზენტაცია: https://www.facebook.com/watch/live/?mibextid=oFDknk&ref=watch_permalink&v=506049628708699&rdid=LWpLN1Sbp1AtxB4I (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

გიორგი გახარია - ჩვენი დევიზია: არა „ოცნებას“, არა „ნაცებს“, მშვიდობა საქართველოს!: https://www.interpressnews.ge/ka/article/809338-giorgi-gaxaria-chveni-devizia-ara-ocnebas-ara-nacebs-mshvidoba-sakartvelos-unda-gamovnaxot-zala-kompetenciac-sitamamec-simamacec-rom-pragmatuli-politika-vacarmoot-qvelastan-mat-shoris-okupanttanac/ ( ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

„ქართული ოცნება“ - პოლიტსაბჭოს განცხადება: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/2024-წლის-საპარლამენტო არჩევნები-არის-ერთგვარი-რეფერენდუმი-სადაც-ქართველმა-ხალხმ/1070769814413816/. (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

გიორგი გახარია - მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, ბნელ ოთახებში, გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით

https://www.interpressnews.ge/ka/article/814252-giorgi-gaxaria-movucodebt-ocnebas-da-ivanishvils-teritoriuli-mtlianobis-sakitxi-ar-unda-cqdebodes-kuluarulad-bnel-otaxebshi-gaurkveveli-adamianebis-monacileobit (ბოლოჯერ ნანახია 25 მაისი 2026 წ. )

ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად- ბიძინა ივანიშვილი: https://rustavi2.ge/ka/news/289662 (ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

ნიკა გვარამია - ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენს სამშობლოს სჭირდება - ცვლილება შესაძლებელია, უნდა ვირწმუნოთ: https://www.interpressnews.ge/ka/article/811928-nika-gvaramia-kutaisi-aris-magaliti-rogor-dapikrde-da-miigo-gadacqvetileba-romelic-shens-samshoblos-schirdeba-cvlileba-shesazlebelia-unda-vircmunot (ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 1-ლი ყრილობა: https://www.facebook.com/Ahaliparty/videos/1695968637826234 (ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

-4-4 გეგმა - ნიკა გვარამია კოალიციის პროგრამული ხედვების შესახებ: https://www.facebook.com/Ahaliparty/videos/1234242801256197 (ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

სააკაშვილი: 2008-ში მაგრად დგომით, მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ: https://tabula.ge/ge/news/721365-saakashvili-2008-shi-magrad-dgomit-msoplios ( ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

“ილიას გზა” - “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია:

https://www.facebook.com/watch/live/?mibextid=oFDknk&ref=watch_permalink&v=506049628708699&rdid=LWpLN1Sbp1AtxB4I (ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

ალეკო ელისაშვილი - მარტივ რამეს ითხოვს ჩვენგან საქართველო, რომ განსაცდელს გადავარჩინოთ -

https://www.interpressnews.ge/ka/article/817845-aleko-elisashvili-martiv-rames-itxovs-chvengan-sakartvelo-rom-gansacdels-gadavarchinot-vinc-saxlshi-darcheba-da-ar-cava-archevnebze-mas-sakartvelo-ar-uqvars-rac-ginda-gadagrexili-qancebit-svit-mere-sadgegrzeloebi (ბოლოჯერ ნანახია 20 მაისი 2026 წ. )

Garibashvili, I. (2024). Ruling party Chair highlights Georgian Dream party’s tangible progress on EU integration path in address to youth. https://info.imedi.ge/en/politics/1396/ruling-party-chair-highlights-georgian-dream-partys-tangible-progress-on-eu-integration-path-in-address-to-youth?utm_source=chatgpt.com ( ბოლოჯერ ნანახია 27 მაისი 2026 წ. )

ირაკლი კობახიძე- ჩვენი არჩევანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ - ირაკლი კობახიძე. https://primetime.ge/news/politika/chveni-archevania-mkholod-mshvidobit-ghirsebit-da-ketildgheobit-gavkhdet-evropuli-ojakhis-tsevri-da-am-mizans-autsileblad-mivaghtsevt-irakli-kobakhidze?utm_source=chatgpt.com (ბოლოჯერ ნანახია 27 მაისი 2026 წ.)

TV Pirveli; Formula TV; Mtavari Arkhi. (2023). თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების პირდაპირი ეთერის გაშუქება (2023 წლის მარტი) სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების (live broadcast) YouTube-არქივი. https://www.youtube.com/ ( ბოლოჯერ ნანახია 22 ივნისი 2026 წ.)

TV Pirveli; Formula TV; Mtavari Arkhi. (2024). საქართველოში (თბილისი, რუსთაველის გამზირი) 2024 წლის საპროტესტო ტალღის ფარგლებში გამართული დემონსტრაციების პირდაპირი ეთერის გაშუქება - სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების (live broadcast) არქივი, YouTube-ს პლატფორმაზე განთავსებული ვიდეომა-სალა. https://www.youtube.com/ (ბოლოჯერ ნანახია 22 ივნისი 2026 წ. )


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)