აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში
Abstract
ნაშრომში განხილულია თუ როგორ არის წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის საკითხი ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში, რაც სიახლეს წარმოადგენს. საკითხი აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე თანამედროვე ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ისტორიის გადაწერას, რისი შემადგენელიც არის „აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის“ საკითხი. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად კი ხშირად გამოიყენება ისტორიული მითები საკითხის შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვ. პუტინმა, 2019 წელს განაცხადა, რომ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეუერთდა რუსეთის იმპერიას და „არავითარი საქართველო არ არსებობდა“. სტალინის დროს კი ჩამოყალიბდა სოციალისტური საქართველოს რესპუბლიკა, რომლის ნაწილადაც იქცა აფხაზეთი. აფხაზების მტკიცება იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობა მათ საბჭოთა პერიოდში წაართვეს ნასაზრდოებია იმ პერიოდში შექმნილი ისტორიის სახელმძღვანელოებითაც. როგორც კვლევა აჩვენებს, საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში ამასთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია არასრული, არაზუსტი და მწირია; მოცემული ფრაგმენტული მონაცემები აფხაზეთის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს იწვევს, რისი ახსნაც არაა წარმოდგენილი. ეს შეიძლება იმით ავხსნათ, რომ იმ პერიოდისთვის აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი გადაწყვეტილად ითვლებოდა და პრობლემას ვერ ხედავდნენ. პოსტსაბჭოთა საქართველოში აფხაზეთის სტატუსის საკითხმა მეტი აქტუალობა შეიძინა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ეს კი აისახა აღნიშნული პერიოდის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.
განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, დამოუკიდებელ საქართველოში გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოებში მეტი ინფორმაცია წარმოდგენილი ბოლშევიკების მიერ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის და შემდეგ მისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ. ხაზგასმულია საბჭოთა ხელისუფლების მიზნები და ამ „ადმინისტრაციული ექსპერიმენტის“ შედეგები.
Keywords
Full Text:
PDFReferences
• აბდალაძე, გ. კუპატაძე, ბ. ახმეტელი, ნ. მურღულია, ნ. (2012). ისტორია. თბილისი. გამომცემლობა “დიოგენე”.
• ასათიანი, ნ. ლორთქიფანიძე, ნ. ლომაშვილი, ფ. მეტრეველი, რ. სანიკიძე, გ. და ოთხმეზური, გ. (2012). საქართველოს ისტორია. სულაკაურის გამომცემლობა.
• ახმეტელი, ნ. ლორთქიფანიძე, ბ. ფირცხალავა, ნ. (2021). ისტორია. თბილისი. გამომცემლობა „დიოგენე“.
• გუჩუა, ვ., & მესხია, ს. (1961). საქართველოს ისტორია: VII-X კლასების სახელმძღვანელო. თბილისი. „განათლება“.
• ვარდოსანიძე, ს. (1998). როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები. ისტორია. გამომცემლობა „სკოლა“
• კიღურაძე, ნ. გაჩეჩილაძე, რ. სანიკიძე, გ. (2012). ისტორია. თბილისი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
• ლომაშვილი, ფ. (1990). საქართველოს ისტორია. X კლასის სახელმძღვანელო. თბილისი. გამომცემლობა „განათლება“.
• საქართველოს ისტორია. (1961). ბერძენიშვილის რედაქტორობით. თბილისი. „განათლება“.
• სურგულაძე, მ. კეკელია, ვ. ლაბაძე, რ. მურუსიძე, შ. და ქურთუბაძე, მ. (2021). საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია. თბილისი. ლოგოს პრესი
• ცერცვაძე, მ. (1973). საქართველოს ისტორია. თბილისი. გამომცემლობა „განათლება“.
• ციხისთავი, ლ. ცერცვაძე, მ., & მახარაძე, ი. (1968). საქართველოს ისტორია. VII-X კლასების სახელმძღვანელო. თბილისი. გამომცემლობა „განათლება“.
• ჯანელიძე, ო. თაბუაშვილი, ა. თავაძე, ლ. ირემაშვილი, ნ. (2012). საქართველოს ისტორია. თბილისი. გამომცემლობა „კლიო“.
• Bernhard, R., Grindel, S., Hinz, F., & Meyer-Hamme, J. (2019) Historical myth: a definition from the perspective of history education research. Eckert. Dossiers 4 (2019)
• Bikmen, Nida. (2013). Collective Memory as Identity Content After Ethnic Conflict: An Exploratory Study. Peace and Conflict: Journal of Peace Psychology Vol. 19, No. 1, 23–33. https://psycnet.apa.org/doi/10.1037/a0031472
• Doi, Stephanie. (2017). Collective Memory and History: An Examination of Perceptions of Accuracy and Preference for Biased “History” Passages. COLLECTIVE MEMORY AND HISTORY. Claremont McKenna College.
• Fica, I., & Ďoubalová, K. (2014). Myth, History and Art. Procedia - Social and Behavioral Sciences 149 (2014) 339 – 343
• Korostelina, Karina. (2008). History Education and Social Identity. Identity: An International Journal of Theory and Research. 8:1, 25-45. Taylor & Francis Group, LLC https://doi.org/10.1080/15283480701787327
• Mellenthin, J., & Shapiro, S. (2017). Mythology Unbound: An Online Textbook for Classical Mythology Utah State University
• ÖKSÜZOĞLU, Gizem. (2024). Construction of collective memory through official history education in North Cyprus (1971-2003). Turkish History Education Journal Vol.13 Issue.1 Pages 142-169. https://doi.org/10.17497/tuhed.1423137
• Paulson, J, Abiti, N, Bermeo Osorio, JD, Charria Hernandez, CA, Keo, D, Manning, P, Milligan, LO, Moles, K, Pennell, C, Salih, S & Shanks, K (2020), 'Education as a site of memory: Developing a research agenda', International Studies in Sociology of Education, vol. 29, no. 4, pp. 429-451. https://doi.org/10.1080/09620214.2020.1743198
• АНИКИН, Д.А. (2018) ИСТОРИЧЕСКИЙ МИФ КАК ПРЕДМЕТ "MEMORY STUDIES": В ПОИСКАХ МЕТОДОЛОГИИ ИССЛЕДОВАНИЯ. მოძიებულია 20.03.2020. https://www.elibrary.ru/item.asp?id=36287950
• Белов, С. И. (2018). «Соотношение концептов "политический миф" и "исторический миф"», - Вестн. Моск. Ун-та. Серю 12. Политические Наукию 2018 № 3. მოძიებულია 20.03.2020. https://tinyurl.com/mz5uu33a
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)