საბჭოთა პერიოდის ასახვა ედუარდ შევარდნაძის პოსტსაბჭოთა იმიჯში (1978 წლის 14 აპრილი)

Tamar Orjonikidze

Abstract


ედუარდ შევარდნაძე როგორც საბჭოთა, ისე დამოუკიდებელ სა­ქართველოს მართავდა. შესაბამისად, საქართველოში მისი საქ­მი­ანო­ბაც ორგვარად, თანამდებობების შესაბამისად  ფასდება - შევარ­დ­ნაძე, როგორც საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ უკვე პირველი პირი და შევარდნაძე, როგორც პოსტსაბ­ჭო­თა საქართველოს პრეზიდენტი.

თანამედროვე ეტაპზე ედუარდ შევარდნაძეს ძირითადად იცნობენ მისი საქმიანობით პრეზიდენტობის პერიოდში, თუმცა მი­სი როგორც კომუნისტი მმართველის შესახებ საბჭოთა კავშირის არ­სე­ბობის პერიოდში ბევრი მითი ვრცელდებოდა, რომელსაც ხელს უწყ­ობდა როგორც მისი პიროვნული თვისებები, ისე სისტემა - ის სა­ხე უნდა ყოფილიყო წარმატებული საბჭოთა ქვეყნის. იმ პერი­ოდი­დან იღებს სათავეს მითები, რომლებიც გამყარებულია რამ­დე­ნი­მე კონკრეტული ფაქტით. ეს მითები არ გამქრალა საბჭოთა კავ­ში­რის დაშლის შემდეგაც და თანამედროვე საქართველოშიც აგრძე­ლებს არსებობას. ამისათვის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი და­მოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოცემული ისტორიის სას­კოლო სახელმძღვანელოებია, რომლებიც, როგორც კვლევით გა­მოიკვეთა, შევარდნაძეს წარმოადგენენ როგორც გაბედულ, მოქნილ, ტაქტიან პოლიტიკოსად. ამის დასადასტურებლად კი ერთ-ერთი უმ­თავრესი ფაქტი 1978 წლის აპრილში, ქართული ენის დასაცავად მოწყობილი დემონასტრაციების პერიოდში საქართველოს კომპარ­ტიის ცკ პირველი მდივნის ქმედებებია.

ნაშრომის მიზანია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გა­მოქ­ვეყნებული ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების შესწავ­ლა, სადაც მოცემულია 1978 წლის აპრილის მოვლენები და შევარდ­ნა­ძის როლი.

კვლევაში შესწავლილ სახელმძღვანელოებში ედუარდ შევარ­დ­ნაძე ორი როლითაა წარმოდგენილი 1978 წლის აპრილში განვი­თარებული მოვლენების განხილვისას - ავტორები განსხვავებულად წარმოაჩენენ მის მონაწილეობას თბილისში მიმდინარე პროცე­სებ­ში. სახელმძღვანელოთა ნაწილი შევარდნაძეს მთავარ როლს აკის­რებს სისხლისღვრის თავიდან არიდებაში, მეორე ნაწილში კი ის უბ­რალოდ მოსკოვის გადაწყვეტილებას აცნობს მთავრობის სასახ­ლის წინ შეკრებილ საზოგადოებას.


Keywords


ედუარდ შევარდნაძე; 1978 წლის 14 აპ­რი­ლი. ლიდერის იმიჯი.

Full Text:

PDF

References


ახმეტელი, ნ. (2009). საქართველოს ისტორია. მე-9 კლასის სა-ხელმძღვანელო. თბილისი. „დიოგენე“.

ახმეტელი, ნ. და მურღულია, ნ. (2008). მსოფლიოსა და საქარ-თვე¬ლოს ისტორია. მე-12 კლასის სახელმძღვანელო. თბილისი. „დიოგენე“.

ვაჩნაძე, მ. და გურული, ვ. (2002). საქართველოს ისტორია (XIX-XX სს). მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო, თბილისი. გამომ-ცემლობა “არტანუჯი”.

ვაჩნაძე, მ. და გურული, ვ. (2005). საქართველოს ისტორია (XIX საუკუნის დამდეგიდან XXI საუკუნის დამდეგამდე). მეცხრე კლასის სახელმძღვანელო. თბილისი. გამომცემლობა “არტანუჯი”.

ვაჩნაძე, მ. და გურული, ვ. (2006). საქართველოს ისტორია (XIX საუკუნის დამდეგიდან XXI საუკუნის დამდეგამდე). მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო. თბილისი. გამომცემლობა “არტანუჯი”.

ლომაშვილი, ლ. (2002). საქართველოს ისტორია 1801-2001. მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელო. თბილისი. ივერია.

შევარდნაძე, ე. (2018). ფიქრი წარსულსა და მომავალზე. თბი-ლისი.

ქარცივაძე, მ. & ვაჭარაძე, ა. (14.04.2020). 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები და ამონარიდები დასავლური პრესიდან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. https://idfi.ge/ge/14_april


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)