განათლების პოლიტიკის ევოლუცია ესტონეთის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიებში (2019-2021 და 2022-2023 წლების სტრატეგიების შედარებითი ანალიზი)
Abstract
2019-2021 წლებში, ხელოვნური ინტელექტის (AI) სახელმწიფო სტრატეგიების დაგეგმვის პროცესში-სტრატეგიული დოკუმენტების ხანგრძლივობისა და მოქნილობის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული მიდგომები გამოიკვეთა. 27 წევრ ქვეყანას შორის მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - იტალიამ, რუმინეთმა და ესტონეთმა - აირჩიეს ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება, რაც ამ ქვეყნების კვლევის საჭიროებას აჩენს, რადგან შესაძლებელი ხდება AI სტრატეგიების უკვე შესრულებული სახელმწიფო დოკუმენტების შედეგების ანალიზი;
მოცემული ნაშრომი ფოკუსირდება ესტონეთის მაგალითზე და იკვლევს, თუ როგორ აისახა 2019–2021 წლების ეროვნული AI სტრატეგიის განხორციელების შედეგები 2022–2023 წლების სტრატეგიის ფორმირებაზე - განათლების კომპონენტის ცვლილებების კუთხით.
ნაშრომი ეფუძნება დოკუმენტის შედარებით ანალიზს და მიზნად ისახავს სტრატეგიებს შორის კავშირის და ცვლილების გამოვლენას განათლების პოლიტიკის ჭრილში. ნაშრომში გაანალიზებულია, თუ როგორ შეიცვალა განათლების კომპონენტი AI სტრატეგიებში - საწყისი - შესაძლებლობების შექმნის ინსტრუმენტიდან- სისტემურ მმართველობით ინსტრუმენტამდე - და როგორ აისახა ესტონეთის ინსტიტუციური გამოცდილება მეორე სტრატეგიის პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების (ე. წ. სტეიკჰოლდერების) ჩართულობისა და საჯარო, კერძო და აკადემიური სექტორების თანამშრომლობის სახეების ჩამოყალიბებაზე;
კვლევის შედეგების მიხედვით, ესტონეთის მოკლევადიანი სტრატეგიული მიდგომა ქმნის ეფექტიან უკუკავშირის მექანიზმს, რომელიც შესაძლებელს ხდის განათლების პოლიტიკის დროულ კორექტირებას ტექნოლოგიური პროგრესის დინამიკის შესაბამისად. ესტონური გამოცდილება წარმოადგენს მნიშვნელოვან მაგალითს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ მოქნილ და განათლებაზე ორიენტირებულ AI სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას.
Keywords
Full Text:
PDFReferences
Dignum, V. (2020). AI is multidisciplinary. AI matters, 5(4), 18-21.
Dignum, V. (2021). The role and challenges of education for responsible AI. London Review of Education, 19(1), 1-11.
Djeffal, C., Siewert, M. B., & Wurster, S. (2022). Role of the state and responsibility in governing artificial intelligence: a comparative analysis of AI strategies. Journal of European Public Policy, 29(11), 1799-1821.
Estonia – National AI Strategy. (2019). Estonia’s national artificial intelligence strategy 2019–2021. (Policy document entry). Regulations.ai
Government Office of Estonia / Kratt AI. (n.d.). Kratt vision and strategies (National AI Strategy 2022–2023 continuation page). Kratid
Harry, A. (2023). Role of AI in education. Interdiciplinary Journal & Hummanity (INJURITY), 2(3).
Holmström, J. (2022). From AI to digital transformation: The AI readiness framework. Business horizons, 65(3), 329-339.
Jacobs, A. M. (2011). Theorizing intertemporal policy choice. In Governing for the long term: Democracy and the politics of investment (pp. 28–72). Cambridge University Press. https://doi.org/10.1017/CBO9780511921766.002
Kerikmäe, T., & Pärn-Lee, E. (2021). Legal dilemmas of Estonian artificial intelligence strategy: in between of e-society and global race. Ai & Society, 36(2), 561-572.
Loukis, E. N., Maragoudakis, M., & Kyriakou, N. (2020). Artificial intelligence-based public sector data analytics for economic crisis policymaking. Transforming Government: People, Process and Policy, 14(4), 639-662.
Ministry of Economic Affairs and Communications. (2021). Estonia’s National Artificial Intelligence Strategy (Kratt Strategy) for 2022–2023. Digital Watch Observatory. https://dig.watch/resource/estonias-national-artificial-intelligence-strategy-kratt-strategy-for-2022-2023
Pasham, S. D. (2022). A Review of the Literature on the Subject of Ethical and Risk Considerations in the Context of Fast AI Development. International Journal of Modern Computing, 5(1), 24-43.
Robles, P., & Mallinson, D. J. (2025). Artificial intelligence technology, public trust, and effective governance. Review of Policy Research, 42(1), 11-28.
Scantamburlo, T., Cortés, A., Foffano, F., Barrué, C., Distefano, V., Pham, L., & Fabris, A. (2024). Artificial intelligence across europe: A study on awareness, attitude and trust. IEEE Transactions on Artificial Intelligence.
van Noordt, C., Medaglia, R., & Tangi, L. (2025). Policy initiatives for Artificial Intelligence-enabled government: An analysis of national strategies in Europe. Public Policy and Administration, 40(2), 215-253.
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)