საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში და იუსტიციის სახლის როლი
Abstract
წინამდებარე სტატია განიხილავს საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის დინამიკას სახელმწიფო სერვისების ჭრილში და მასში იუსტიციის სახლის, როგორც ინსტიტუციური ინოვაციის როლს. კვლევის მიზანია შეაფასოს „ერთი სარკმლის“ (One-Stop-Shop) პრინციპით მოქმედი ჰიბრიდული პლატფორმის მოდელის ეფექტიანობა, ადმინისტრაციულ პროცესები და სერვისების ხელმისაწვდომობა.
ნაშრომი ეყრდნობა შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს ბოლო ათწლეულის რაოდენობრივი მონაცემების. კერძოდ, მომხმარებელთა ნაკადებს, სერვისების რაოდენობასა და ტერიტორიული დაფარვის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, დოკუმენტურ ანალიზსა და დარგის ექსპერტებთან ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. მონაცემთა ანალიზი ცხადყოფს იუსტიციის სახლის სტრატეგიულ ევოლუციას. შედეგები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა სერვისის მისაღებად მოქალაქეთა ადმინისტრაციული დანახარჯები და დრო, ამასთან სისტემამ მდგრადად იმუშავა პანდემიის პირობებშიც. თუმცა მხედეველობაშია მისაღები სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული და შენახვის ხარჯები.
სტატიაში ასევე მიმოხილულია ციფრული მმართველობის გამოწვევები, მათ შორის კიბერუსაფრთხოების რისკები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხი. დასკვნის სახით ნაჩვენებია, რომ მდგრადობისთვის აუცილებელია აქცენტის გადატანა ფიზიკური გაფართოებასთან ერთად ციფრული ეკოსისტემის დახვეწასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაღრმავებაზე.
Keywords
Full Text:
PDFReferences
აბაშიძე, არჩილ. (2016). საჯარო სამსახურის რეფორმა საქარ¬თვე¬ლოში: ძირითადი მიმართულებები და გამოწვ-ევები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
https://eprints.iliauni.edu.ge/6594/1/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9A%20%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94.pdf
Hood, C. (1991). A public management for all seasons? Public Administration, 69(1), 3–19. https://doi.org/10.1111/j.1467-9299.1991.tb00779.x
Kettl, D. F. (2022). Weberian bureaucracy and contemporary governance. Perspectives on Public Management and Governance, 5(2), 111–120. https://doi.org/10.1093/ppmgov/gvab026
Vashakidze, G. (2017). One Stop Shop public service delivery model: The case of Georgia. UNDP Regional Hub for Civil Service, Astana.
Pollitt, C., & Bouckaert, G. (2017). Public management reform: A comparative analysis – Into the age of austerity (4th ed.). Oxford University Press.
Knox, C., & Janenova, S. (2019). Public management reforms: One-stop shops to digital government. Oxford Research Encyclopedia of Politics. https://doi.org/10.1093/acrefore/9780190228637.013.629
იუსტიციის სახლიდან გამოთხოვილი ინფორმაცია მიმდი-ნარე ათწლეულში იუსტიციის სახლების მომხმარებელების რაოდე¬ნობის, პარტნიორი ორგანიზაციების სერვისისა და ფილიალების რაოდენოების შესახებ წლების მიხედვით.
ექსპერტებთან ინტერვიუები
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)