ქალთა სოციალური და პოლიტიკური როლი საქართველოში: ისტორიული ევოლუცია და თანამედროვე რეალობა
Abstract
ქალთა სოციალური და პოლიტიკური როლი საქართველოში ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს ქვეყნის ისტორიული განვითარების და თანამედროვე დემოკრატიული დღის წესრიგის კონტექსტში. სხვადასხვა ეპოქაში ქართველ ქალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ როგორც სახელმწიფოებრივ, ისე კულტურულ ცხოვრებაში, თუმცა მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეზღუდული რჩებოდა. დღევანდელი გლობალური დისკურსი, რომელიც ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის ხარისხის საზომის მნიშვნელობას, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ქართული გამოცდილების შესწავლას.
წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს საქართველოში გენდერული როლების ისტორიულ-კულტურული ევოლუციისა და მათი სოციალური და პოლიტიკური რეალობის ფორმირებაზე გავლენის კომპლექსურ ანალიზს. კვლევა მოიცავს XI–XVIII საუკუნეების სამართლებრივ წყაროებში ქალთა სტატუსის ნორმატიულ რეგულაციათა კვლევას, საბჭოთა ეპოქის გენდერული პოლიტიკის ტრანსფორმაციებისა და მისი შედეგების შეფასებას, ასევე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდიდან დღემდე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დინამიკის გაანალიზებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერული კვოტირების მექანიზმს, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, და მის გაუქმებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, ინსტიტუციურ და კულტურულ გამოწვევებს.
მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ მიუხედავად განხორციელებული პროგრესული ნაბიჯებისა, ტრადიციულ ნორმებსა და სტერეოტიპებზე დამყარებული საზოგადოებრივი ცნობიერება და ინსტიტუციური ბარიერები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ქალთა პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაციის პროცესში.
Keywords
Full Text:
PDFReferences
ბაგრატიონი, დ. (1964). დავით ბატონიშვილის სამართლის წიგნი. ტექსტი გამოქვეყნებული და შესწავლილი დ. პურცელაძის მიერ. გამომცემლობა „მეცნიერი“. გვ. 41–43.
დოლიძე, ი. (1981). სამართალი ვახტანგ VI-ისა: ტექსტი დასტურდება, კვლევა და გლოსარი დაურთო ისიდორე დოლიძემ. თბილისი: საბჭოთა საქართველო. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/409460/1/Samartali_Vaxtang_Meeqvsisa_1981.pdf
მეტრეველი, ვ. (2014). ქართული სამართლის ისტორია. თბი-ლისი: მერიდიანი.
საქართველოს ეროვნული საბჭო. (1918). საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს ეროვნული არქივი. https://davlogsais.archive.gov.ge/en/istoriabibliografia-6
საქართველოს დამფუძნებელი კრება. (1918). დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ დებულება. თბილისი.
საქართველოს ორგანული კანონმდებლობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და საარჩევნო კოდექსში შესწორებების შესახებ. (2020). თბილისი: საქართველოს პარლამენტი.
საქართველოს პარლამენტი. (2011). საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. მიღებულია: https://www.parliament.ge
საქართველოს პარლამენტი. (2024, 4 აპრილი). პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო [სიახლე]. Parliament.ge. მიღებულია: https://parliament.ge/media/news/parlamentma-saarchevno-kodeksshi-genderuli-kvotirebis-tsestan-dakavshirebuli-tsvlileba-pirveli-mosmenit-miigho
საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, N 251 მუხლის მე-7 პუნქტის ცვლილება. (2011). საქართველოს საკანონმდებლო მაცნე https://matsne.gov.ge/
ხომერიკი, ლ., & ჩუბინიძე, ნ. (1998). ქალთა მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში. საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა ცნობარი. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი.
ჯალაბაძე, დ. (1981). დანაშაული და სასჯელი ქართულ ჩვეულებით (ხალხურ) სამართალში. თბილისი.
ჯავახიშვილი, ი. (1982). ქართული სამართლის ისტორია (თხზულებანი 12 ტომად, ტომი VI). თბილისი. ხელმისაწვდომია https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/440711/1/Txzulebani_Tormet_Tomad_1982_Tomi_VI.pdf
ჯავახიშვილი, ი. (1984). ქართული სამართლის ისტორია, ტომი VII. თბილისი.
Council of Europe. (2022). Study identifying barriers to women’s (women candidates’) political participation in Georgia. Council of Europe. https://rm.coe.int/eng-study-barriers-to-women-s-women-candidates-political-participation/1680a95e53
Genderbarometer.Ge. (2020, 12 ოქტომბერი). კატო მიქელაძე – ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. https://genderbarometer.ge/kato-mikeladze
Darbaidze, E., & Niparishvili, T. (2023). The status of women in the Soviet Union. Journal of Geography, Politics and Society, 13(1), 1–10.
Darbaidze, E. (2018). Increasing Women's Political Participation in Georgia. Ideology and Politics, 2(10), 30-56.
IndexMundi. (n.d.). Georgia – Proportion of seats held by women in national parliaments (%). Retrieved [26.08.2025], from https://www.indexmundi.com/facts/georgia/indicator/SG.GEN.PARL.ZS
Lastovka, T. (2011). Тунеядство в СССР (1961-1991): Юридическая теория и социальная практика. CyberLeninka. https://cyberleninka.ru/article/n/tuneyadstvo-v-sssr-1961-1991-yuridicheskaya-teoriya-i-sotsialnaya-praktika
UNDP. (2023). Socioeconomic stability for Georgian labor migrant women. United Nations Development Programme. https://www.ge.undp.org/
UNDP. (2023). Gender and migration in Georgia: Challenges and opportunities. United Nations Development Programme. https://www.ge.undp.org
World Bank. (2025). School enrollment, tertiary (% gross). World Bank Group. https://data.worldbank.org/indicator/SE.TER.ENRR?locations=GE
World Bank. (n.d.). Georgia | Gender Data Portal. Retrieved September 9, 2025, from https://genderdata.worldbank.org/en/economies/georgia
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)