აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მაგალითზე
Abstract
აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცია წარმოადგენს ტენდენციას, როდესაც ადამიანები, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკურ ძალასთან აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს აღიქვამენ ნეგატიურად. კერძოდ, ესაა ვითარება, როდესაც ნეგატიური დამოკიდებულება განპირობებულია ემოციური აღქმებით. მსგავსი ტიპის პოლარიზაცია, წარმოადგენს ჯგუფთაშორისი კონფლიქტის პროცესს, რომელსაც თან ახლავს დაყოფა - ჩვენ და ისინი.
წინამდებარე ნაშრომის მიზანია დადგინდეს რა ფაქტორებითაა განპირობებული აფექტური პოლარიზაცია საქართველოში. ასევე, იმ კონკრეტული გზავნილების გამოკვეთა, რითაც წარიმართა 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური ძალების მიერ. ინტერსს განაპირობებს ის პოტენციური საფრთხეები, რაც პოლიტიკურ პოლარიზაციას, როგორც ფენომენს, დემოკრატიული სტაბილურობისთვის მოაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, პოლარიზაცია ქართული პოლიტიკის საკვანძო მახასიათებლად ჩამოყალიბდა. როგორც გამოცდილება აჩვენებს, პოლარიზაცია განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს წინასაარჩევნო პერიოდში აღწევს. მით უფრო, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აქტიური საპროტესტო კერების ფონზე ჩატარდა. 2023-24 წლებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიცირების/მიღების კონტექსტში ქვეყანა დღესაც პოლიტიკური კრიზისის ვითარებაშია. შესასწავლ ინტერესს წარმოადგენდა 5 ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთაც შემდგომში ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
კვლევა ეყრდნობა თვისებრივი კვლევის მეთოდებს. კერძოდ, დისკურსული კონტენტ ანალიზის მეთოდით, გაანალიზებულია 16 ივლისიდან არჩევნების დღემდე, შემდგომში ბარიერგადალახული ხუთი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერების რიტორიკა, პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები და ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაჟღერებული გზავნილები.
კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური აქტორები პოზიტიური დღისწესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ოპონენტი პოლიტიკური პარტიების მიუღებლობაზე ხაზგასმის მეთოდით პოზიციონირებდნენ. პოლიტიკური ლიდერების რიტორიკა „ჩვენ“ და „ისინი“ დაყოფაზე იყო ორიენტირებული. პოლიტიკოსები მოიხმობდნენ გამყოფ ხაზებს, რის გარშემოც ემოციური შიშებით შეეძლოთ საზოგადოების მობილიზება.
პარტიების ლიდერების რიტორიკის ანალიზისას, რამდენიმე ძირითადი ასპექტი გამოიკვეთა, რის გარშემოც ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობდნენ: რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის; 2024 წლის არჩევნები, როგორც - კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიუღებლობით გაკეთებული არჩევანი. ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდა, რომ აფექტურ პოლარიზაციას საქართველოში თავად პოლიტიკური ლიდერების რიტორიკა აღრმავებს. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მხოლოდ პოლიტიკური ელიტებიდან მომავალი აფექტური ფორმაა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში აშკარდაა მისი დომინაციური როლი.
Keywords
Full Text:
PDFReferences
ბიბლიოგრაფია
Dalh, R. (1971). Poliarchy: participation and Opposition. New Haven: Yale University Press.
Dalton, R. (2008). The Quantity and the Quality of Party Systems. SAGE Publications. მოპოვებული 2024 წლის 8 December, https://www.academia.edu/53172484/The_Quantity_and_the_Quality_of_Party_Systems_Party_System_Polarization_Its_Measurement_and_Its_Consequences-დან
Diamond, L. (2019). The Global Crisis of Democracy. მოპოვებული 2024 წლის 28 November, https://www.wsj.com/articles/the-global-crisis-of-democracy-11558105463-დან
Duignan, B. (თ. გ.). Britanica. მოპოვებული Britanica.com: https://www.britannica.com/topic/partisanship-დან
EuropeanComission. (2022). მოპოვებული 2025 წლის 16 January, https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/qanda_22_3800-დან
George E. Marcus, W. Russell Neuman, Michael B. MacKuen. (2013). Affective Intelligence and Political Judgment. University of Chicago Press. მოპოვებული 2025 წლის 9 January, https://www.researchgate.net/publication/37694302_Affective_Intelligence_and_Political_Judgment-დან
Hetherington. (2009). Review Article: Putting Polarization in Perspective. British Journal of Political Science, 413–448.
Hungtington, S. (1991). Democracy's Third Wave. Journal of Democracy.
IRI. (2023). მოპოვებული https://www.iri.org/wp-content/uploads/2023/04/IRI-Poll-Presentation-Georgia-March-2023-Final-CISR-Approved-.pdf?fbclid=IwAR2yZ0LUYei4SB9q-aPSR3YncR-T4a3BZ0ZZgaFh2Igg_kbZkCAxCRprlNo-დან
Jennifer L McCoy, Murat Somer. (2019). "Toward a Theory of Pernicious Polarization and How It Harms Democracies: Comparative Evidence and Possible Remedies". მოპოვებული https://www.researchgate.net/publication/328538486_Toward_a_Theory_of_Pernicious_Polarization_and_How_It_Harms_Democracies_Comparative_Evidence_and_Possible_Remedies_Forthcoming_in_a_Special_Issue_of_the_Annals_of_the_American_Academy_of_Political_and-დან
Klingemann, H.-d. (2005). Political Parties and Party Systems. მოპოვებული 2024 წლის 15 December, https://www.academia.edu/45360576/Political_Parties_and_Party_Systems-დან
Lijphart, A. (1999). Patterns of Democracy. Yale Univeristy Press. მოპოვებული 2024 წლის 8 December, http://digamo.free.fr/lijphart99.pdf-დან
Markus Wagner, Eelco Harteveld. (თ. გ.). მოპოვებული 2025 წლის 8 January, https://journals.sagepub.com/doi/10.1177/00323217241300993#bibr32-00323217241300993-დან
McCoy, J. (2019). Polarization harms democracy and society. მოპოვებული 2024 წლის 10 December, https://www.icip.cat/perlapau/en/article/polarization-harms-democracy-and-society/-დან
Merriam Webster Dictionary. (თ. გ.). (E. Levy, პროდიუსერი) მოპოვებული Merriam Webster Dictionary: https://www.merriam-webster.com/dictionary/polarization-დან
Milačić, F. (2021 წლის March). THE NEGATIVE IMPACT OF POLARIZATION ON DEMOCRACY. მოპოვებული 2025 წლის 8 January, https://library.fes.de/pdf-files/bueros/wien/18175.pdf-დან
Murat Somer, Jennifer L McCoy. (2019). "Transformations through Polarizations and Global Threats to Democracy," . მოპოვებული 2024 წლის 10 December, https://www.researchgate.net/publication/328538491_Transformations_through_Polarizations_and_Global_Threats_to_Democracy_Forthcoming_in_a_Special_Issue_of_the_Annals_of_the_American_Academy_of_Political_and_Social_Sciences_guest_editors_Jennifer_McCoy-დან
OSCE/ODHIR. (2020, 2024). doi:https://www.osce.org/files/f/documents/1/4/480500.pdf
Roula Nezi, Georgios Karyotis, Iakovos Makropoulos. (2023). Culture Wars: The Impact of Affective Polarization.
Rustow, D. A. (1970). Transitions to Democracy: Toward a Dynamic Model. Comparative Politics (გვ. 337-363).-ში Comparative Politics, Ph.D. Programs in Political Science, City University of New York. მოპოვებული 2024 წლის 30 november, http://biblio.institutoelcano.org/docs/VVidapolitica/Acienciapolitica/3Democratizacion/Transicionpolitica/Rustow_TransitionstoDemocracy.pdf-დან
Sigrid Rossteutscher, Lars-Christopher. (2024). Party-System Polarization and Individual Perceptions of Party Differences: Two Divergent Effects on Turnout . AN INTERNATIONAL JOURNAL OF COMPARATIVE POLITICS .
გია ჟორჟოლიანი, თამარ ბერეკაშვილი, მარინა მუსხელიშვილი. (2001). დემოკრატიზაცია : საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში. გ. ჟორჟოლიანი-ში, დემოკრატიზაცია. თბილისი.
სამხარაძე, ნ. (2022). მოპოვებული 2024 წლის 9 დეკემბერი, https://gip.ge/wp-content/uploads/2022/10/პოლიტიკის-მემორანდუმი-60.pdf-დან
ჩხეტიანი, ლ. (2022). მოპოვებული 2024 წლის 8 დეკემბერი, https://socialjustice.org.ge/ka/products/politikuri-polarizatsia-sakartveloshi-ras-vguliskhmobt-sinamdvileshi-დან
ცესკო. (2024).
გამოყენებული განცხადებები:
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ოფიციალური ღონისძიება https://www.imedi.ge/ge/video/164488/qartuli-otsnebis-saarchevno-kampaniis-gakhsnis-opitsialuri-gonisdzieba#!?from=1721088000&page=1&to=1721088000 (ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/2024-წლის-საპარლამენტო-არჩევნები-არის-ერთგვარი-რეფერენდუმი-სადაც-ქართველმა-ხალხმ/1070769814413816 ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
ბიძინა ივანიშვილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“. https://1tv.ge/news/bidzina-ivanishvili-mkholod-mshvidobit-ghirsebit-da-ketildgheobit-evropisken-es-aris-ertaderti-ualternativo-archevani-romelsac-qartvel-amomrchevels-qartuli-ocneba-stavazobs/ ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
ნიკა გვარამია: „ამ ქვეყანაში ომი არ იქნება არასდროს“ : https://www.interpressnews.ge/ka/article/813123-nika-gvaramia-tbilisi-ikneba-evropis-dedakalaki-carmatebuli-gagimebuli-da-bednieri-xalxis-kalaki-am- kveqanashi-ar-ikneba-omi-arasdros-es-kveqana-qoveltvis-ibrzolebs-evropistvis ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
„გახარია საქართველოსთვის“ -საარჩევნო პროგრამა - „ნამდვილი მშვიდობით; ნამდვილი ღირსებით; ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ“: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/videos/967353855409207/ (ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
გიორგი გახარია: „ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას, ქვეყანაში იქნება მშვიდობა“: https://www.radiotavisupleba.ge/a/რით-აწონებს-თავს-ამომრჩეველს-გახარია-საქართველოსთვის-/33161174.html ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
გიორგი ვაშაძე - „არა ბოდიშს და კი ღირსებას! - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და არა იზოლაციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოაქვს“: https://www.interpressnews.ge/ka/article/813872-giorgi-vashaze-ara-bodishs-da-ki-girsebas-teritoriuli-mtlianobis-agdgena-evrokavshirshi-gacevrianebaze-gadis-da-ara-izolaciaze-romelic-kartul-ocnebas-moakvs ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
ლევან ცუცქირიძე - „„ქართული ოცნება“ ბევრს საუბრობს მშვიდობაზე, მაგრამ მშვიდობა ვერასდროს გვექნება, თუკი სუსტი, იზოლირებული და მეგობრების გარეშე ვიქნებით“: https://www.interpressnews.ge/ka/article/816425-levan-cuckirize-kartuli-ocneba-bevrs-saubrobs-mshvidobaze-magram-mshvidoba-verasdros-gvekneba-tuki-susti-izolirebuli-da-megobrebis-gareshe-viknebit (ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
გიორგი ვაშაძე - „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და არა იზოლაციაზე, რომელიც „ ოცნებას“ მოაქვს“: https://www.interpressnews.ge/ka/article/813872-giorgi-vashaze-ara-bodishs-da-ki-girsebas-teritoriuli-mtlianobis-agdgena-evrokavshirshi-gacevrianebaze-gadis-da-ara-izolaciaze-romelic-kartul-ocnebas-moakvs ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
ნიკა გვარამია - „ჩვენი გზა არის ერთადერთი მიმართულებით და ეს არის ევროკავშირისკენ“. https://www.interpressnews.ge/ka/article/817539-nika-gvaramia-chveni-gza-aris-ertaderti-mimartulebit-da-es-aris-evrokavshirisken-shansi-ar-aris-tavisi-nebis-sacinaagmdegod-moqvanili-adamianebi-moerion-atasobit-adamians-romelic-tavisit-chamovida ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
„ერთიანობა - ენმ“ საარჩევნო პროგრამა https://www.interpressnews.ge/ka/article/814751-ertianoba-nacionaluri-mozraobis-saarchevno-programa/ ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ.)
მამუკა ხაზარაძე - „ორ დღეში გვაქვს უნიკალური მომენტი, დავამარცხოთ ნიჰილიზმი, რუსული პოლიტიკა“ : https://www.interpressnews.ge/ka/article/817732-mamuka-xazaraze-or-dgeshi-gvakvs-unikaluri-momenti-davamarcxot-nihilizmi-rusuli-politika-ertad-chavabarot-istoriuli-gamocda (ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ.)
მიხეილ სააკაშვილი: „თუ ისინი დარჩნენ, ქართველებს უკრაინასთან საომრად წაიყვანენ“ : http://tbl.ge/6uxj ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
გიორგი ვაშაძე - „„ქართულ ოცნებას“ მოაქვს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირთან, ჩვენ მოგვაქვს უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან და ევროკავშირის პასპორტი“: https://www.interpressnews.ge/ka/article/814987-giorgi-vashaze-kartul-ocnebas-moakvs-uvizo-mimosvlis-shecqveta-evrokavshirtan-chven-mogvakvs-uvizo-mimosvla-amerikastan-da-evrokavshiris-pasporti(ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო პროგრამა 2024: https://www.imedi.ge/video/171425
„ქართული ოცნება“- პოლიტსაბჭოს განცხადება: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/2024-წლის-საპარლამენტო-არჩევნები-არის-ერთგვარი-რეფერენდუმი-სადაც-ქართველმა-ხალხმ/1070769814413816/. ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
ბიძინა ივანიშვილი - „ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად „ნაციონალური მოძრაობისთვის““ https://www.interpressnews.ge/ka/article/809692-bizina-ivanishvili-26-oktombris-archevnebi-unda-ikces-niurnbergis-procesad-nacionaluri-mozraobistvis-sadac-kartveli-xalxis-sakonstitucio-umravlesoba-usamshoblo-politikosebis-am-ertianobas-satanado-ganachens-gamoutans ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ბანერები: https://www.facebook.com/reel/1731937157609113 ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
კოალიცია „ძლიერი საქართველო“- საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია: https://www.facebook.com/watch/live/?mibextid=oFDknk&ref=watch_permalink&v=506049628708699&rdid=LWpLN1Sbp1AtxB4I ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
გიორგი გახარია - „ჩვენი დევიზია: არა „ოცნებას“, არა „ნაცებს“, მშვიდობა საქართველოს!“ : https://www.interpressnews.ge/ka/article/809338-giorgi-gaxaria-chveni-devizia-ara-ocnebas-ara-nacebs-mshvidoba-sakartvelos-unda-gamovnaxot-zala-kompetenciac-sitamamec-simamacec-rom-pragmatuli-politika-vacarmoot-qvelastan-mat-shoris-okupanttanac/
„ქართული ოცნება“- პოლიტსაბჭოს განცხადება: https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/posts/2024-წლის-საპარლამენტო- არჩევნები-არის-ერთგვარი-რეფერენდუმი-სადაც-ქართველმა-ხალხმ/1070769814413816/.
გიორგი გახარია - „მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, ბნელ ოთახებში, გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით“
https://www.interpressnews.ge/ka/article/814252-giorgi-gaxaria-movucodebt-ocnebas-da-ivanishvils-teritoriuli-mtlianobis-sakitxi-ar-unda-cqdebodes-kuluarulad-bnel-otaxebshi-gaurkveveli-adamianebis-monacileobit
ბიძინა ივანიშვილი: „26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად“ https://rustavi2.ge/ka/news/289662 ნიკა გვარამია - „ქუთაისი არის მაგალითი როგორ დაფიქრდე და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შენს სამშობლოს სჭირდება - ცვლილება შესაძლებელია, უნდა ვირწმუნოთ“: https://www.interpressnews.ge/ka/article/811928-nika-gvaramia-kutaisi-aris-magaliti-rogor-dapikrde-da-miigo-gadacqvetileba-romelic-shens-samshoblos-schirdeba-cvlileba-shesazlebelia-unda-vircmunot კოალიცია „ცვლილებებისთვის“ 1-ლი ყრილობა: https://www.facebook.com/Ahaliparty/videos/1695968637826234
-4-4 გეგმა - ნიკა გვარამია კოალიციის პროგრამული ხედვების შესახებ: https://www.facebook.com/Ahaliparty/videos/1234242801256197
სააკაშვილი: „2008-ში მაგრად დგომით, მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ“: https://tabula.ge/ge/news/721365-saakashvili-2008-shi-magrad-dgomit-msoplios ( ბოლოჯერ ნანახია 20 იანვარი 2025 წ. )
“ილიას გზა” - “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია:
https://www.facebook.com/watch/live/?mibextid=oFDknk&ref=watch_permalink&v=506049628708699&rdid=LWpLN1Sbp1AtxB4I
ალეკო ელისაშვილი - „მარტივ რამეს ითხოვს ჩვენგან საქართველო, რომ განსაცდელს გადავარჩინოთ“
https://www.interpressnews.ge/ka/article/817845-aleko-elisashvili-martiv-rames-itxovs-chvengan-sakartvelo-rom-gansacdels-gadavarchinot-vinc-saxlshi-darcheba-da-ar-cava-archevnebze-mas-sakartvelo-ar-uqvars-rac-ginda-gadagrexili-qancebit-svit-mere-sadgegrzeloebi )
Refbacks
- There are currently no refbacks.
ISSN: 2449-2833 (online)
ISSN: 2449-2825 (print)