ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან ურთიერთობაში: ისტორიული ჭრილი და მნიშვნელოვანი ასპექტები

Nino Maisuradze

Abstract


ევროკავშირი დღეს ევროპაში წამყვანი საერთაშორისო აქტო­რია, რომელიც ევროპის კონტინენტზე ხშირად მთავარ უსაფრ­თხო­ების გარანტად მიიჩნევა. ევროპაში დღეს მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მითუმეტეს აქტიურდება ევროკავშირის როლის განსაზღვრა, როგორც მშვიდობის დამკვიდრებელის. ევ­რო­კავ­შირის და საქართველოს ურთიერთობის დასაწყისად 1991-1992 წელი უნდა დავასახელოთ, რადგან საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთანავე ნათელი იყო ევროკავშირთან ურთიერთობის დამყარების მცდელობები, რაც დასტურდება ევრო­კავშირის მიერ გაწეული დახმარებებითაც, როგორც ფინანსური, ისე ჰუმანიტარული.

ურთიერთობის საწყისი ეტაპიდან განსაკუთრებით მნიშვნე­ლო­ვანია 1996 წელს ლუქსემბურგში ევროკავშირს და საქართველოს შორის გაფორმებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შე­სახებ შეთანხმება, რომლის შედეგადაც შეიქმნა თანამშრომლობის ინ­სტიტუტები, რომელთა მიზანიც იყო ურთიერთობების გაღრ­მა­ვება. 2014 წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის გაფორმე­ბულმა „ასოცირების შეთანხმებამ“ ჩაანაცვლა 1996 წელს ხელმოწ­ე­რი­ლი „პარტიორობის და თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმება“. 2014 წელს „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შემდეგ ურთიერ­თობები უფრო გაღრმავდა, რადგან დოკუმენტი მხარეთა პარტნი­ორო­ბაზე, მათი ურთიერთდახმარების შესაძლებლობებზე იყო დამ­ყარებული. შეთანხმების ყველაზე საყურადღებო პუნქტი: ევ­როკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შექმნაა (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA), რომლის შედეგადაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია-მომსახურე­ბისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. შესაბამისად ეს ასპექტი გან­საკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. თუმცა ეს შეთანხმება უფრო მას­შტა­ბური იყო და მოიცავდა თანამშრომლობას ისეთი პრიორიტე­ტული მიმართულებებით, როგორიცაა პოლიტიკური და სოცი­ალუ­რი სფეროები.

ევროკავშირი მთავარ დიპლომატიურ შუამავლად წარმო­დ­გა აგვისტოს ომის დროს რუსეთს და საქართველოს შორის.  საქარ­თველო-ევროკავშირის ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი 2023 წელს დაიწყო, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მართალია 14 დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფი­ციალურად მიიღო, მაგრამ 8 ნოემბერს, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღეს, რომ საქართველო ცხრა მიმართულებით გადადგამდა პროგ­რესულ ნაბიჯებს. მნიშვნელოვანი ასპექტია იმ ახალი პუნ­ქ­ტების დამატება, რომელიც 2022 წლის 12 რეკომენდაციაში არ შედ­ი­ოდა და რომლიდანაც ერთ-ერთი ახალი დათქმაა: ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხო­ურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა. 2024 წელს ევრო­კავშირი-საქართველოს ურთიერთობები რთულ ეტაპზე გადავიდა, რაც წლის ბოლოს დაგვირგვინდა ქართული მხარის მიერ ევროკავ­შირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადებით 2028 წლამდე.

კვლევის მიზანია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერ­თობის მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა ქრონოლოგიურად და იმ მახასიათებლების შესწავლაც, რომელიც შეიძლება ხელის­შემშლელი აღმოჩნდეს ამ ურთიერთობის განმტკიცებისთვის. კვლევა თვისებრივია და გამოყენებული კვლევის მეთოდია - დოკუმენტების ანალიზი, მეორეულ წყაროებზე დაყრდნობით კვლევა აფასებს ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ ჩამოყალიბებულ პოლიტიკას.


Keywords


ევროკავშირი, საქართველო, საგარეო პოლიტიკა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.Arenare, A. (2015). The European Engagement in Georgia. Aalborg University. Gavin, G. (2024, ნოემბერი 28). Georgia election was not fair and must be re-run, European Parliament concludes

Full Text:

PDF

References


Arenare, A. (2015). The European Engagement in Georgia. Aalborg University.

Gavin, G. (2024, ნოემბერი 28). Georgia election was not fair and must be re-run, European Parliament concludes. მოპოვებულია წყაროდან https://www.politico.eu/article/georgia-election-was-not-fair-must-be-re-run-european-parliament-statement-membership-candidacy-eu/

Georgia, C. (2024, ნოემბერი 14). ევროპარლამენტში საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. მოპოვებულია წყაროდან https://civil.ge/ka/archives/635342

Georgia, F. (2024, დეკემბერი 9). საერთაშორისო გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე | განახლებადი. მოპოვებულია წყაროდან https://forbes.ge/saerthashoriso-gamokhmaureba-saqarthveloshi-mimdinare-movlenebze-ganakhlebadi/

Georgia: Statement by the High Representative with the European Commission on the final adoption of the law on transparency of foreign influence. (2024, მაისი 28). მოპოვებულია წყაროდან https://www.eeas.europa.eu/eeas/georgia-statement-high-representative-european-commission-final-adoption-law-transparency-foreign_en?utm_source=chatgpt.com

Light, F. (2024, ნოემბერი 29). Georgian diplomats decry halt to EU talks after dozens arrested in pro-EU protests. მოპოვებულია წყაროდან https://www.reuters.com/world/europe/eu-envoy-says-georgias-freezing-eu-talks-is-not-will-population-interpress-2024-11-29/?utm_source=chatgpt.com

Miller, M. (2024, ნოემბერი 30). Statement on Georgia’s Suspension of European Union Accession. მოპოვებულია წყაროდან https://www.state.gov/statement-on-georgias-suspension-of-european-union-accession/

Negotiations, D.-G. f. (2024, ოქტომბერი 27). Statement by the European Commission and the High Representative Josep Borrell on the Parliamentary elections in Georgia. მოპოვებულია წყაროდან https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/news/statement-european-commission-and-high-representative-josep-borrell-parliamentary-elections-georgia-2024-10-27_en?utm_source=chatgpt.com

Nicu Popescu, M. L. (2008). Can the EU win the peace in Georgia? ECFR Policy Brief.

on.ge. (2024, მაისი 14). პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. მოპოვებულია წყაროდან https://on.ge/story/129151-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94

Vincent, F. (2024, ივლისი 12). Georgia's EU accession process frozen in wake of 'foreign influence' law. მოპოვებულია წყაროდან https://www.lemonde.fr/en/international/article/2024/07/12/georgia-s-eu-accession-process-frozen-in-wake-of-foreign-influence-law_6682413_4.html?utm_source=chatgpt.com

ასოცირების შესახებ შეთანხმება. (n.d.). მარტი 21, 2024, მოპოვებულია წყაროდან https://infocenter.gov.ge/eu-georgia/association-agreement/

თავისუფლება, რ. (2023, დეკემბერი 14). საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. მოპოვებულია წყაროდან https://www.amerikiskhma.com/a/eu-granted-candidate-status-to-georgia/7398330.html

თავისუფლება, რ. (2024, ნოემბერი 28). „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს. მოპოვებულია წყაროდან https://www.radiotavisupleba.ge/a/33219304.html

კაპანაძე, ბ. (n.d.). აღმოსავლეთ-პარტნიორობის მომავალი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი პერსპექტივები. მოპოვებულია წყაროდან https://di.gov.ge/publications/analytical-collection/aghmosavleth-partniorobis-momavali-da-saqarthvelo-evrokavshiris-urthierthobebis-akhali-perspeqtivebi/

კუნჭულია, ლ. (2009, აგვისტო 13). რა ფორმით არსებობს და რა შედეგი მოიტანა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ. მოპოვებულია წყაროდან https://www.radiotavisupleba.ge/a/1798423.html

მშვიდობის, დ. დ. (2008, სექტემბერი). 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ: რუსეთ საქართველოს ომის შედეგები. მოპოვებულია წყაროდან https://www.cipdd.org/upload/files/AfterAugust2008-geo[1].pdf

რუსული კანონი და შეუსრულებელი რეკომენდაციები. (2024, აპრილი 11). მოპოვებულია წყაროდან https://formulanews.ge/News/109133

სამინისტრო, ს. ს. (n.d.). საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. 14 მარტი, 2024, მოპოვებულია წყაროდან https://mfa.gov.ge/european-union/903144-saqartvelo-evrokavshiris-urtiertobebis-mnishvnelovani-movlenebis-qronologia

სამინისტრო, ს. ს. (n.d.). საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. მოპოვებულია წყაროდან https://mfa.gov.ge/european-union/903144-saqartvelo-evrokavshiris-urtiertobebis-mnishvnelovani-movlenebis-qronologia

შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. (1996, აპრილი 22). მოპოვებულია წყაროდან https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2021/07/partniorobisa-da-thanamshromlobis-shesakheb-shethankhmeba.pdf


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)