ერიხ ობსტი 1924 წლის აჯანყებისა და საქართველოს გეოპოლიტიკის შესახებ

Malkhaz Matsaberidze

Abstract


სტატიაში განხილულია გერმანელი გეოგრაფისა და გეოპო­ლი­ტიკოსის ერიხ ობსტის (1886-1981) ნაშრომები საქართველოს შესახებ. მან 1924 წ. შემოდგომაზე იმოგზაურა საქართველოში, ნახა რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა აგვისტოს აჯანყების შემდეგ და იმავე წლის დეკემბერში „გეოპოლიტიკურ ჟურნალში“ გამოაქვეყნა წერილი „საქართველო. გეოპოლიტიკური ნარკვევი“. გარდა ამისა, 1925 წელს გამოსცა ნაშრომი „რუსული ესკიზები“, რომელშიც რამ­დენიმე თავი საქართველოს ეთმობა.

ერიხ ობსტი დასავლელი მოღვაწეა, რომელმაც სიმართლე თქვა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს შესახებ. მისი სტატია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ქართული პოლი­ტიკური ემიგრაციისთვის. ამას მოწმობს ისიც, რომ 40 წლის შემდეგ, 1964 წ. აღნიშნული სტატია ქართულად ითარგმნა და გამოქვეყნდა ემიგრანტულ ჟურნალ „კავკასიონში“. გარდა ამისა, ქართულ ემიგ­რაციაში ყურადღება მიიქცია იმ დროისათვის ახალმა დისციპ­ლინამ გეოპოლიტიკამ. ვიქტორ ნოზაძემ (1893-1975) გეოპოლი­ტი­კის მეთოდოლოგიის გამოყენებით დაწერა რამდენიმე ნაშრომი, რომელთა შორის აღსანიშნავია სტატია „კავკასიის გეოპოლიტიკი­სათვის: ბრძოლა ნავთის გამო“ (1930 წელი).

ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ერიხ ობ­სტის 1924 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომლის 1964 წლის თარ­გმანი 1980-იანი წლების ბოლოდან რამდენჯერმე ხელახლა და­იბეჭდა და გამოყენებულია სამეცნიერო კვლევებში, მაგრამ ფაქ­ტობ­რივად უცნობია მისი ბიოგრაფია და სხვა წერილები საქარ­თველოს შესახებ. წარმოდგენილი სტატია სწორედ ამ ხარვეზის დაძლევას ისახავს მიზნად. პირველ რიგში განხილულია 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში საქართველოსადმი მიძღვნილი თავები, ასევე ნაჩვენებია ე. ობსტის ნაშრომის მნიშვნელობა ქართული გე­ოპოლიტიკური სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.

კვლევის უმთავრესი მეთოდია კონტენტ-ანალიზი. სტატიაში მოცემულია ერიხ ობსტის ნაშრომების შინაარსობრივი ანალიზი, ასევე გამოყენებულია ბიოგრაფიული ანალიზის მეთოდი.

სტატიაში წარმოდგენილია ერიხ ობსტის სამეცნიერო საქმი­ანობა. ის გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემ­დებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნაციზმის სამსახურში არ ჩამდგარა. მისი ნაშრომების განხილვამ აჩვენა, რომ თავის ხანგ­რძლივი სამეცნიერო საქმიანობის განმავლობაში 1924-1925 წლების შემდეგ საქართველოს თემას ფაქტობრივად აღარ დაბრუნებია. ამ პერიოდში გამოქვეყნებული ორი ნაშრომით კი მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები სა­ართველოს შესახებ სიმართლის თქმის საქმეში. სტატიაში წარ­მოდ­გენილი ფაქტობრივი მასალა და მიღებული დასკვნები შეიძლება გამოყენებული იქნას საბჭოთა საქართველოს ისტორიის, კონკრე­ტუ­ლად კი 1924 წლის აჯანყების შემდგომი პერიოდის კვლევის დროს, ასევე 1920-1930-იან წლებში ქართული გეოპოლიტიკური სკოლის ჩამოყალიბების შესწავლისას.


Keywords


საქართველო, 1924 წლის აჯანყება, ერიხ ობსტი, გეოპოლიტიკა.

Full Text:

PDF

References


ნოზაძე ვიქტორ. ევროპა და კავკასია (ბრძოლა ნავთისათვის) - „დამოუკიდებელი საქართველო“, 1930 N 51, გვ.3-6; N 52, გვ.3-5.

ნოზაძე ვიქტორ. კავკასიის გეოპოლიტიკისათვის (ბრძოლა ნავთის გამო) – „დამოუკიდებელი საქართველო“, 1930 N 54, გვ.8-9; N 55, გვ. 9-10; N 56, გვ.3-4; N 57, გვ.8-9; N 58, გვ.7-9.

ნოზაძე ვიქტორ. ეროვნული ერთიანობის საფუძვლები. ამიერკავკასიის ერთობისათვის. საგარეო პოლიტიკის გეზი - „ქართველი ერი“, ბერლინი, 1944, N 15, გვ.6-11.

ობსტო ერიხი. საქართველო. გეოპოლიტიკური ნარკვევი - „კავკასიონი, X, 1964, პარიზი, გვ. 5-11

ობსტი ერიხი. საქართველო: გეოპოლიტიკური ნარკვევი. თბილისი, „ახალი აზრი“, 2015

ს.-ძე. პროფ ობსტი საქართველოდ აჯანყების შესახებ - „სახალხო საქმე“. გამოცემა უცხოეთში მყოფი სოც-ფედერ-ბის კომიტეტისა. 1927 წ. ივლისი. რვეული მესამე, გვ.28-31.

შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. II, თბილისი, 2011.

ჭავჭავაძე ილია. შინაური მიმოხილვა. 1879 წელი, იანვარი - თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტომი V. საქართველოს მატიანე. თბილისი, 1955, გვ. 17-26.

Кавказская Конфедерация в официальных декларациях, тайной переписке и секретных документах движения «Прометей»: Сборник документов. Сост., пред., пер., прим. Г.Г.Мамулиа. М.: Издательство «Социально-политическая МЫСЛЬ», 2012. – 240 с.

Мамулиа Георгий. Борьба за свободу и независимость Кавказа (1921-1945). Тбилиси-Париж, издательство «Меридиани», 2012. – 604 с.


Refbacks

  • There are currently no refbacks.


ISSN: 2449-2833 (online)

ISSN: 2449-2825 (print)